არაავთვისებიან გინეკოლოგიურ წარმონაქმნებს მიეკუთვნება ცისტები, პოლიპები და მიომა. არაავთვისებიანი წარმონაქმნები შეიძლება განვითარდეს ვულვაზე ან საშოში, საშვილოსნოში ან საკვერცხეებზე. ზოგჯერ საკვერცხის კისტა ან სიმსივნე საკვერცხის შემობრუნებას იწვევს – მდგომარეობას საკვერცხის შემოგრეხა ეწოდება. იშვიათად ზოგიერთი წარმონაქმნი ავთვისებიანი ხდება. სხვა გართულებაა საშვილოსნოს ქვედა ნაწილიდან (ყელი) ფართო, ზედა ნაწილისაკენ (სხეული) მიმართული არხის შევიწროება. ამ მდგომარეობას ყელის არხის სტენოზი ეწოდება.