ქალთა მიმართ ძალადობას აქვს ფართოდ დამკვიდრებული დეფინიცია და გულისხმობს ნებისმიერი სახის ქმედებას ქალის მიმართ, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი ფიზიკური, სექსუალური ან ფსიქოლოგიური ზიანი, ამასთანავე, უკიდურესი ტანჯვა. ძალადობა შესაძლოა განხორციელდეს სახლში, სამსახურში ან საზოგადოების ნებისმიერ სეგმენტში. ყველაზე ხშირად ვხვდებით ქალებზე ძალადობის ორ ფორმას: ოჯახურ ძალადობას და გაუპატიურებას.