ოჯახის დაგეგმვაგულისხმობს წყვილის მიერ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას, რათა შეძლონ გააკონტროლონ ორსულობათა რაოდენობა და პერიოდი. პარტნიორები მიმართავენ კონტრაცეფციას, რათა თავიდან აიცილონ არასასურველი ორსულობა გარკვეული დროის განმავლობაში ან იტარებენ სტერილიზაციას, რათა საბოლოოდ უარი თქვან შემდგომ შვილოსნობაზე. ისინი მიმართავენ აბორტს, რათა შეწყვიტონ მიმდინარე არასასურველი ორსულობა, რომლის მიზეზი წარუმატებელი კონტრაცეფცია ან მისი გამოუყენებლობა.