1-დან 13 წლის ასაკამდე ბავშვების ფიზიკური, ინტელექტუალური და ემოციური შესაძლებლობები მკვეთრად იზრდება. ბავშვები თანდათანობით ვითარდებიან ბაჯბაჯიდან – სირბილამდე, ხტომამდე და ორგანიზებული სპორტის თამაშამდე. 1 წლის ასაკისთვის ბავშვთა უმრავლესობა გასაგებად წარმოთქვამს მხოლოდ რამდენიმე სიტყვას. 10 წლის ასაკისთვის კი შეუძლიათ გააკეთონ პატარა ჩანაწერები და გამოიყენონ კომპიუტერი. თუმცა, ფიზიკური, ინტელექტუალური და სოციალური განვითარება მიმდინარეობს ინდივიდუალური ტემპებით.