ნევროლოგიური დარღვევების დროს აღინიშნება თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და ნერვების დაზიანება, ცალ-ცალკე ან ერთდროულად. ამ დარღვევების კლინიკური გამოვლინებებია: ცერებრალური დამბლა, კრუნჩხვები და სხეულის სხვა ნაწილების (მაგ.: კანი და თვალები) დაზიანებები, როგორიცაა ნეიროფიბრომატოზი, ტუბერისებრი სკლეროზი, ვონ ჰიპელ-ლინდაუს დაავადება და სტარჯ-ვებერის დაავადება.
ბავშვთა ასაკში ნევროლოგიური დარღვევების არსებობის დროს საჭირო მიდგომები განსხვავებულია მოზრდილებში მსგავსი დარღვევებისადმი მიდგომებისაგან, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვების ტვინის და ნერვული სისტემის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.