ბავშვთა იდიოპათიკური ართრიტები (ანუ იუვენილური იდიოპათიკური ართრიტები) არის სახსრების მუდმივი ან მორეციდივე ხასიათის ანთება, რომელიც რევმატოიდული ართრიტის მსგავსია, მაგრამ მისი განვითარება 16 წლამდე ასაკში იწყება.
იუვენილური იდიოპათიკური ართრიტები არც ისე გავრცელებული დაავადებაა. იგი ხასიათდება სახსრების ან შემაერთებელი ქსოვილის ანთებით. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია. მართალია, ბავშვთა იდიოპათიკური ართრიტები არ განიხილება, როგორც მემკვიდრეობითი დარღვევა, მაგრამ მემკვიდრეობითმა ფაქტორებმა შეიძლება გაზარდოს ბავშვებში მისი განვითარების რისკი.
არსებობს ბავშვთა იდიოპათიკური ართრიტების რამდენიმე სახეობა, რომლებიც განსხვავებული ნიშნებით ხასიათდება. დაავადების სახეობა იმის მიხედვით დგინდება, თუ რომელი სიმპტომი ვითარდება 6 თვემდე ასაკში და რამდენად ბევრი სახსარია დაზიანებული.
მცირესახსროვანი იდიოპათიკური ართრიტების დროს ოთხი ან ნაკლები რაოდენობის სახსარი ზიანდება. ჩვეულებრივ, ეს არის ფეხები (და უფრო ხშირად ყბის სახსარი) და ეს დაზიანება ტკივილითა და შეშუპებით გამოიხატება. ყველაზე ხშირად მუხლის სახსარი ზიანდება. ბარძაყი და მკლავები იშვიათად არის ჩართული პროცესში.
ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ფეხის ან ხელის ერთი თითის ან მაჯის სახსრის გამაგრება და შეშუპება.
პოლიართრიტული ფორმის დროს ხუთი ან მეტი სახსარი (ზოგჯერ 20-40 სახსარიც კი) არის დაზიანებული. ანთებითი პროცესი, ჩვეულებრივ, სხეულის ორივე მხარეს არსებულ სახსრებს აზიანებს, მაგალითად, ორივე მუხლის ან ბარძაყის სახსრებს. ასევე, შეიძლება დაზიანდეს ყბის კისრისა და მაჯის სახსრები. სიმპტომები შეიძლება ნელა ვითარდებოდეს. ანთება შესაძლოა განვითარდეს სახსრების ირგვლივ არსებულ მყესებსა და შემაერთებელ ქსოვილებში (ტენოსინოვიტი), რაც იწვევს ტკივილს, შეშუპებასა და ადგილობრივად კანის ტემპერატურის მომატებას. იშვიათად, მოზარდებში შეიძლება გაჩნდეს პატარა კვანძები (რევმატოიდული კვანძები იდაყვებზე, ხელისა და ფეხის თითებზე).
სისტემური დაავადების დროს (სტილის დაავადება) ანთებითი პროცესი, სახსრების გარდა, სხეულის სხვა ადგილებშიც ვითარდება. დაავადების ამ ფორმის დროს ბავშვებს, ტიპურ შემთხვევებში, უვითარდებათ ცხელება და გამონაყარი, რომლებიც ტკივილისა და შეშუპების გაჩენამდე ვლინდება. ტემპერატურა ხასიათდება მერყეობით, შეიძლება იყოს მაღალი და შემდეგ მალე გახდეს ნორმალური. ჩვეულებრივ, ეს 2 კვირა გრძელდება. ტემპერატურა ყველაზე მაღალ ციფრებს აღწევს შუადღისას და საღამოს საათებში (39ºC და ზევით) და შემდეგ სწრაფად ნორმალიზდება. ბავშვი ამ დროს შეიძლება იყოს აღგზნებული და დაღლილად გამოიყურებოდეს. კანზე ჩნდება ვარდისფერი ან ფორთოხლისფერი ლაქოვანი გამონაყარი – სხეულზე და ფეხებისა და მხრების ზედა ნაწილებში. იგი გრძელდება რამდენიმე საათს (ხშირად ღამით ცხელებასთან ერთად) და ყოველთვის იმავე ლაქების სახით არ მეორდება. ღვიძლი, ელენთა და ლიმფური ჯირკვლები დიდდება. ზოგჯერ ანთება ვითარდება მემბრანებში, რომლებიც გარს ერტყმის გულსა (პერიკარდიტი) და ფილტვებს (პლევრიტი) და იწვევს ტკივილს გულმკერდის არეში. ანთებითმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს სითხის დაგროვება გულისა და ფილტვების გარშემო.
ყველა ტიპის იუვენილური იდიოპათიური ართრიტის დროს სახსრები გამაგრებული და გახევებულია, განსაკუთრებით, ბავშვის გაღვიძების მომენტში. ხშირად სახსრები შეშუპებულია და ცხელი. მოგვიანებით სახსრები შეიძლება მტკივნეული გახდეს, თუმცა ეს ტკივილი ნაკლებია, ვიდრე მოსალოდნელია არსებული, კარგად გამოხატული შეშუპების ფონზე. ტკივილი იმატებს სახსრების მოძრაობის პროცესში. ბავშვმა შეიძლება არ მოისურვოს სიარული ან ძნელად მოძრაობდეს. სახსრების ტკივილი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, თუ მკურნალობა არ ჩატარდა.
გართულებები. იუვენილური იდიოპათიკური ართრიტის ნებისმიერი ტიპის შემთხვევაში, იგი ხელს უშლის ზრდის პროცესს. შეიძლება განვითარდეს სახსრების დეფორმაცია, თუ მკურნალობა არ ჩატარდება. დაავადების პროცესში ყბის სახსრის ჩართვის შედეგად ბავშვის ნიკაპი პატარა ზომის რჩება (მიკროგნათია). ხანგრძლივად (ქრონიკულად) მიმდინარე სახსრების ანთებამ, საბოლოო ჯამში, შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებული სახსრების დეფორმაცია.
თვალის ანთება (ირიდოციკლიტი) შეიძლება განვითარდეს იდიოპათიკური ართრიტის ნებისმიერი ფორმის დროს, თუმცა, იგი უფრო ხშირია მცირესახსროვანი იდიოპათიკური ართრიტების შემთხვევაში, ვიდრე პოლიართრიტის ფორმის დროს. ირიდოციკლიტი იდიოპათიკური ართრიტების მქონე ბავშვებში ასიმპტომატურად მიმდინარეობს (არ აღინიშნება არც ტკივილი და არც სიწითლე), მაგრამ მან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა, თუ არ ჩატარდა მკურნალობა.
ექიმი იდიოპათიკური ართრიტის დიაგნოზის დასმის დროს ეყრდნობა არსებულ სიმპტომებსა და ფიზიკური გასინჯვის მონაცემებს. არ არსებობს ერთადერთი, სპეციფიკური ლაბორატორიული ტესტი იუვენილური იდიოპათიკური ართრიტის სადიაგნოსტიკოდ, მაგრამ ზოგიერთი სისხლის ტესტის გაკეთება შეიძლება სასარგებლო იყოს. ერითროციტების დალექვის სისწრაფის (ედსი) მაჩვენებელი, ჩვეულებრივ, ძალიან შეცვლილია სისტემური ფორმის დროს, ნაკლებად – პოლიართრიტული ფორმის დროს და, ჩვეულებრივ, ნორმალურია მცირესახსროვანი ფორმის შემთხვევაში. კეთდება სისხლის ანალიზი რევმატოიდული ფაქტორისა და ანტინუკლეარული ანტისხეულების გამოსავლენად, რომლებიც შეიძლება იყოს ზოგიერთ ადამიანში, რომელსაც აღენიშნება რევმატოიდული ართრიტი ან მსგავსი დაავადებები (მაგალითად, ავტოიმუნური დაავადებები, როგორებიცაა მგლურა, პოლიმიოზიტი ან სკლეროდერმია). თუმცა იუვენილური იდიოპათიკური ართრიტის მქონე ბავშვებს არ აღენიშნებათ რევმატოიდული ფაქტორისა და ანტინუკლეარული ანტისხეულების არსებობა სისხლში. ითვლება, რომ მოზარდებს, რომლებსაც აქვთ პოლიართრიტული ფორმა და რევმატოიდულ ფაქტორზე ტესტირების დადებითი შედეგი, აღენიშნებათ ართრიტის ისეთი ფორმა, რომელიც მოზრდილებში არსებული რევმატოიდული ართრიტის მსგავსია.
იდიოპათიკური ართრიტის მქონე ბავშვებს, რომლებსაც სისხლში აღმოაჩნდებათ ანტინუკლეარული ანტისხეულები, ირიდოციკლიტის განვითარების რისკი აღენიშნებათ. რენტგენოლოგიური კვლევით შეიძლება გამოვლინდეს დამახასიათებელი ცვლილებები ძვლებსა და სახსრებში. ირიდოციკლიტის არსებობის შესამოწმებლად, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა სიმპტომები, ბავშვები ყოველწლიურად რამდენიმეჯერ უნდა გასინჯოს ოფთალმოლოგმა. სისტემური ფორმის შემთხვევებში თვალის წელიწადში ერთხელ გამოკვლევა საკმარისია.
იუვენილური იდიოპათიკური ართრიტის სიმპტომები შეიძლება რამდენიმე წელში ალაგდეს. მცირესახსროვანი იდიოპათიკური ართრიტების მქონე ბავშვების ნახევარს და პოლიართრიტული ან სისტემური ფორმის მქონე ბავშვების ნახევარზე ნაკლებს შეიძლება დაავადების სრული რემისია აღენიშნოთ. ადრეულად დაწყებული მკურნალობით, ბავშვების უმრავლესობა ნორმალურად გრძნობს თავს და ფუნქციონირებს.
იდიოპათიკური ართრიტების ყველა ფორმის მკურნალობა ერთი და იგივეა და მედიკამენტები, რომლებიც ტკივილისა და ანთების შესამცირებლად გამოიყენება, იდენტურია იმ მედიკამენტებისა, რომლებიც რევმატოიდული ართრიტების დროს იხმარება. ტიპურ შემთხვევებში არასტეროიდული და ანტიანთებითი პრეპარატები გამოიყენება, მაგრამ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ დაავადების მძიმე ფორმა, შეიძლება დასჭირდეთ კორტიკოსტეროიდების (როგორიცაა პრედნიზოლონი) ორალურად მიცემა ან მათი ვენაში შეყვანა. როცა აუცილებელი ხდება კორტიკოსტეროიდების გამოყენება, მიზანშეწონილია მათი, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად დაბალი დოზებით დანიშვნა იმისათვის, რომ შემცირდეს მოგვიანებითი გართულებების რისკი, როგორიცაა სიმაღლის ზრდაში შეფერხება, ოსტეოპოროზი და ოსტეონეკროზი (ძვლის ქსოვილის კვდომა). თუ სახსრების მცირე რაოდენობაა დაზიანებული, ექიმს შეუძლია კორტიკოსტეროიდების უშუალოდ სახსარში შეყვანა.
უფრო ძლიერი მედიკამენტები, როგორიცაა მეტოტრიქსინი, ზოგჯერ გამოიყენება მცირესახსროვანი იდიოპათიკური ართრიტების დროს და, ჩვეულებრივ, მათი გამოყენება საჭიროა პოლოართრიტული და სისტემური იდიოპათიკური ართრიტების სამკურნალოდ. გვერდითი მოვლენები მოიცავს ძვლის ტვინს, სუპრესიას და ღვიძლზე ტოქსიკურ ზემოქმედებას, ამიტომ ბავშვებს, რომლებიც ამ პრეპარატებს იღებენ, რეგულარულად ესაჭიროებათ სისხლის ანალიზის გაკეთება. ეტანერცეპტი და ინფლიქსიმაზი, მედიკამენტები, რომლებიც ბლოკავენ ე.წ. სიმსივნის ნევროზის ფაქტორს (პროტეინი, რომელიც ჩართულია ანთებით პროცესში), ეფექტიანია და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს იდიოპათიკური ართრიტის გამოსავალს. სისტემური იდიოპათიკური ართრიტების მკურნალობა ხშირად ტარდება ანაკინრათი, პრეპარატით, რომელიც ბლოკავს ანტიანთებით პროტეინს ინტერლეიკინ 1-ს.
ირიდოციკლიტის მკურნალობისთვის გამოიყენება კორტიკოსტეროიდები თვალის წვეთების ან მალამოს სახით, რომლებიც ამცირებენ ანთებით პროცესს. თუ ეს მკურნალობა არასაკმარისი აღმოჩნდება, ხშირად გამოიყენება მეტოტრექხატი. თვალის წვეთები, რომლებიც თვალის გუგებს აფართოებს, ეფექტიანია თვალის პერმანენტული დაზიანების პრევენციის თვალსაზრისით.
ისევე, როგორც მოზრდილებში რევმატოიდული ართრიტის დროს, ბავშვებშიც გამოიყენება არამედიკამენტოზური თერაპია, მაგალითად, ფიზიკური თერაპია და მსუბუქი ვარჯიშები ფიზიკური სიძლიერისა და სახსრების ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.