სიმსივნეები იშვიათია ბავშვთა ასაკში და წლის განმავლობაში 5000 ბავშვზე მხოლოდ 1 შემთხვევა აღინიშნება. ბავშვთა ასაკში გავრცელებული სისივნეებია ლეიკემიები, თავის ტვინის სიმსივნეები და ლიმფომები. ლეიკემიებზე ბავშვთა ასაკის სიმსივნეების 33%, თავის ტვინის სიმსივნეებზე – 21%, ხოლო ლიმფომებზე მხოლოდ 8% მოდის. სხვა, ასევე ბავშვთა ასაკში შედარებით გავრცელებული სიმსივნეებია ვილმსის სიმსივნე, ნეირობლასტომა, რაბდომიოსარკომა და რეტინობლასტომა. ძვლის სიმსივნეების იშვიათი სახეობები, როგორიცაა ოსტეოსარკომა და იუნგის სიმსივნე, ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებს შორის ვლინდება.
მოზრდილებში გავრცელებული სიმსივნეებისაგან განსხვავებით, ბავშვთა ასაკის სიმსივნეები შედარებით მეტად განკურნებადია. სიმსივნის მქონე ბავშვებს შორის 75% გადარჩება 5 წლის შემდეგ. ამის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმსივნით ყოველწლიურად 2000 ბავშვი იღუპება. მას მხოლოდ წლის განმავლობაშიტრავმებით გამოწვეული სიკვდილიანობა აჭარბებს.
ისევე, როგორც მოზრდილებს შორის, ექიმები მკურნალობის კომბინირებულ მეთოდებს იყენებენ, როგორიცაა ქირურგიული, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია. თუმცა, რადგან ბავშვი ზრდის პროცესშია, ამგვარ მკურნალობას ისეთი უარყოფითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს, რომლებიც მოზრდილებში არ ვითარდება. მაგალითად, ბავშვებში ხელის ან ფეხის დასხივებამ, შესაძლებელია, კიდურის ზრდის შეჩერება გამოიწვიოს. თავის ტვინის დასხივების დროს, ინტელექტუალური განვითარება შეიძლება ნორმალურად ვერ წარიმართოს.
გადარჩენილ ბავშვებს, მოზრდილებისაგან განსხვავებით, შესაძლოა ქიმიო და სხივური თერაპიის სხვა შორეული შედეგები განუვითარდეთ. ასეთია:
ვინაიდან ამგვარი შედეგები მოსალოდნელია და მკურნალობა, შესაბამისად რთულია, ბავშვებს ყველაზე უკეთ მკურნალობა ბავშვთა ასაკის სიმსივნეების მკურნალობაში სპეციალიზებულ ცენტრებში უტარდებათ.
სიმსივნის დიაგნოზი და მისი მკურნალობა უდიდეს ზემოქმედებას ახდენს როგორც ბავშვზე, ასევე, ოჯახზე. ძნელია ბავშვისათვის ნორმალურობის განცდის შენარჩუნება, რადგან სიმსივნისა და მისი გართულებების მკურნალობისათვის ბავშვს ხშირად ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, ექიმთან ან ამბულატორიაში ვიზიტები.ტიპურია უდიდესი სტრესის არსებობა მშობლებისთვისაც, რადგან პარალელურად უწევთ სამუშაოს გაგრძელება, ოჯახის სხვა ბავშვებისათვის ყურადღების დათმობა და სიმსივნის მქონე ბავშვის უამრავი საჭიროების უზრუნველყოფა. სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, როდესაც ბავშვს მკურნალობა სახლისაგან მოშორებულ სპეციალიზებულ ცენტრში უტარდება.
მკურნალობაში მონაწილე გუნდს შეუძლია ბავშვისა და მისი ოჯახისათვის დახმარების გაწევა და რთული სიტუაციის მართვა. გუნდი უნდა შედგებოდეს შემდეგი სპეციალისტებისაგან:
მრავალ ცენტრში, ასევე, არის მშობელი ადვოკატი. ესაა სიმსივნით დაავადებული ბავშვის მშობელი, რომელსაც შეუძლია წინამძღოლობა გაუწიოს ოჯახის წევრებს.