კომპლემენტური და ალტერნატიული მედიცინა (კამ) მოიცავს ჯანმრთელობისა და თერაპიის სხვადასხვა მეთოდს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაა აღებული. ისტორიულად, მათი ჩართვა დასავლეთის ტრადიციულ მედიცინაში დღემდე არ მომხდარა. კამ-ის ბევრი ასპექტი ეფუძნება სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ, ადგილობრივად შექმნილ, ანტიკურ სისტემებს, რომლებიც ადამიანების გაჯანსაღებას ემსახურებოდა. ეს ქვეყნებია: ჩინეთი, ინდოეთი, ტიბეტი, აფრიკა და ამერიკა. ამგვარი მკურნალობის ბევრი მეთოდი და ჯანმრთელობაზე ზრუნვის პრაქტიკა სულ უფრო პოპულარული ხდება. ზოგიერთი მათგანი უკვე კლინიკებშიცაა დანერგილი და სხვადასხვა კომპანია მათ ოფიციალურად საზღაურსაც უხდის. აკუპუნქტურა და ქიროპრაქტიკით მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი ამის მაგალითებია. ვინაიდან კამ-ის მიმართ ინტერესი და მისი გამოყენების სურვილი სულ უფრო და უფრო იზრდება, ბევრმა სამედიცინო სასწავლო დაწესებულებამ კამ-ის მიმართულებები, როგორებიცაა აკუპუნქტურა, მცენარეებით მკურნალობა, ქიროპრაქტიკა და ჰომეოპათია და მკურნალობის ამ მეთოდების შესახებ ინფორმაცია სასწავლო პრაქტიკაში ჩართო.
ინტეგრაციული მედიცინა გულისხმობს ყველა შესაბამის თერაპიულ მიდგომას (ტრადიციული და ალტერნატიული) ისეთ ჩარჩოში, რომელიც ფოკუსირებულია მთლიანად ადამიანზე და რომელიც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას.
მიუხედავად იმისა, რომ განსხვავება ტრადიციულ მედიცინასა და ალტერნატიულ მედიცინას შორის იოლად დასადგენი არ არის, ზოგიერთი ფილოსოფიური სხვაობა მაინც არსებობს. ტრადიციული მედიცინა ჯანმრთელობას ზოგადად განიხილავს, როგორც დაავადებისა და დისფუნქციის არარსებობას. დაავადებისა და დისფუნქციის განვითარების მიზეზებად განიხილება გარეშე ფაქტორები, როგორებიცაა ბაქტერია, ვირუსები, ბიოქიმიური დისბალანსი და ასაკი. ასეთ შემთხვევებში მკურნალობაში ხშირად ირთვება მედიკამენტები ან ქირურგიული მეთოდები. ამის საწინააღმდეგოდ, ალტერნატიული მედიცინა ჯანმრთელობას ხშირად განიხილავს ჰოლისტიკურად, როგორც სისტემების ბალანსს – ფიზიკური, ემოციური და სულიერი – ანუ მთლიანად პიროვნების ჩართულობას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ ამ სისტემების დისბალანსი არის დაავადების გამომწვევი მიზეზი. მკურნალობა მოიცავს ორგანიზმის საკუთარი დაცვითი სისტემის გაძლიერებას და დარღვეული მთლიანობის აღდგენას.
ამჟამად დასავლეთის ქვეყნებში სულ უფრო მეტი ადამიანი ალტერნატიულ მედიცინას მათი სამედიცინო სამსახურის ნაწილად განიხილავს. 1997 წელს, 927 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა ვიზიტზე ალტერნატიული მედიცინის პრაქტიკოს ექიმებთან, რაც 47%-ით მეტია 1990 წელთან შედარებით. ამ რიცხვებმა არსებითად გადააჭარბა იმ 386 მილიონ ვიზიტს, რომელიც პირველადი ჯანმრთელობის სამსახურის ექიმებთან გაკეთდა იმავე წელს. 2007 წელს, 18 და უფრო მეტი ასაკის მოზარდების 38% იყენებდა ალტერნატიული მედიცინის სხვადასხვა მეთოდს. მდგომარეობები, რომელთა გამო ადამიანები მიმართავენ ალტერნატიულ მკურნალობას, შემდეგია:
გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც პირისპირ აღმოჩნდებიან სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებასთან, როგორიცაა კიბო, ეძებენ და მიმართავენ ალტერნატიულ თერაპიას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრადიციული მედიცინა ვერ სთავაზობს საიმედო მეთოდებს, განსაკუთრებით, სიცოცხლის ბოლო სტადიაზე.
1992 წელს ჯანმრთელობის ნაციონალურმა ინსტიტუტმა (ჯნი) ჩამოაყალიბა ალტერნატიული მედიცინის ოფისი, რომლის მიზანი იყო ალტერნატიული მედიცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესწავლა. 1999 წელს ოფისი გახდა კომპლემენტური და ალტერნატიული მედიცინის ნაციონალური ცენტრი (კამნც – მისი ვებგვერდია www.nccam.hih.gov).
ეფექტიანობა: ალტერნატიული მედიცინის ეფექტიანობა სერიოზული განხილვის საკითხია. პრაქტიკამ აჩვენა, რომ თერაპიის ზოგიერთი მეთოდი სპეციფიკური მდგომარეობების დროს ეფექტიანია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უფრო ფართოდ გამოიყენება. ალტერნატიული მედიცინის ბევრი მეთოდის შესაბამისად, საფუძვლიანი მეცნიერული კვლევა არ ჩატარებულა. თუმცა სამეცნიერო კვლევების ნაკლებობა არ ნიშნავს, რომ ამ ტიპის თერაპია არაეფექტიანია. ალტერნატიული თერაპიის მეთოდების უდიდესი ნაწილი პრაქტიკაში ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენება. მათ შორის არის აკუპუნქტურა, მედიტაცია, იოგა, სამკურნალო დიეტები, მასაჟი და მცენარეებით მკურნალობა. თუმცა შეიძლება, რთული იყოს მათზე სამეცნიერო, კვლევითი სამუშაოების განხორციელება. ზოგიერთი მიზეზი, რომლებიც ხელს უშლის კამ-ით თერაპიის სამეცნიერო კვლევას, შემდეგია:
ამის მაგალითია აკუპუნქტურა. სამედიცინო სფეროში მომუშავე მკვლევრები ნაკლებ ინტერესს იჩენენ აკუპუნქტურისადმი, ვინაიდან ამ მეთოდის თერაპია დაფუძნებულია არასამეცნიერო იდეაზე, როგორიცაა სასიცოცხლო ენერგია. კომერციული ხასიათის კვლევების ფონდები ლიმიტირებულია, ვინაიდან აკუპუნქტურა არ არის პატენტირებული. ამიტომ არ არსებობს მოგების მოტივაცია. სახელმწიფოს მხრივ კვლევის დაფინანსების შესაძლებლობა ასევე ლიმიტირებულია, რადგან სამეცნიერო საზოგადოება სკეპტიკური რჩება აკუპუნქტურის თეორიისა და, ასევე, ამ მეთოდის ვალიდურობის მიმართ.
ტრადიციული კვლევის მეთოდების გამოყენება კამ-ის ეფექტიანობის შესასწავლად რთულია შემდეგი მიზეზების გამო:
თუ დადგინდა, რომ ალტერნატიული თერაპია არაეფექტიანია, მისი გამოყენების მეცნიერული დასაბუთება შესაძლოა არ იყოს აუცილებელი.
უსაფრთხოება: უსაფრთხოება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი თემაა. მართალია კამ თერაპიის დროს, შესაძლოა, არსებობდეს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, მაგრამ ამ რისკების არსებობა მეცნიერულად არ არის დასაბუთებული, განსხვავებით ტრადიციული, სამეცნიერო მიდგომებისგან, რომელთა გამოყენებისას რისკის არსებობა მეცნიერულად დადასტურებულია. კამ თერაპიის ზოგიერთი მეთოდი უსაფრთხოდ ითვლება, მაგალითად, მედიტაცია – ტკივილის მოსახსნელად, აკუპუნქტურა – გულისრევის სამკურნალოდ, იოგა – ბალანსის გასაუმჯობესებლად ან ჯინჯერის ჩაი – საჭმლის მონელების პროცესის მოსაწესრიგებლად. სხვები შეიძლება პოტენციურად დამაზიანებელი იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ სამკურნალო მცენარეებისა და კვებითი დანამატების საკითხი (რომლებიც გამოიყენება ალტერნატიულ თერაპიაში) არ რეგულირდება საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (სმა) მიერ, მათი მწარმოებლები არ იღებენ პასუხისმგებლობას მათ უსაფრთხოებაზე.
ძირითადი რისკები შემდეგია:
ალტერნატიული მედიცინის გამოყენების დროს ბევრ შემთხვევაში დაზიანება შეიძლება დადგინდეს ან გამოირიცხოს, მაგრამ ზოგჯერ ვლინდება მათი პოტენციური დაზიანების შესაძლებლობა. პოტენციური დაზიანების რისკს უარყოფენ ადამიანები, რომლებიც ალტერნატიული პროდუქტების ან თერაპიის გამოყენების მომხრენი და დამცველები არიან.
ალტერნატიული მედიცინის პრაქტიკული მოქმედება კლასიფიცირდება ხუთ კატეგორიად: მთლიანი სამედიცინო სისტემები, ცნობიერებები და ორგანოებზე ზემოქმედების მეთოდები, ბიოლოგიაზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდები, მანიპულაციური და ორგანიზმზე დაფუძნებული მეთოდები და ენერგეტიკაზე ზემოქმედი მეთოდები. ამ კატეგორიების სახელწოდებები მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს მათში შემავალ კომპონენტებს. ზოგიერთი მიდგომა გასაგებია თანამედროვე მედიცინის კონცეფციის პოზიციიდან მაშინ, როდესაც სხვა მიდგომები ბოლომდე გასაგები არ არის. ზოგიერთი მეთოდი ნაწილობრივ სხვა მეთოდების მსგავსია.