ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი მუცლის ღრუს მარჯვენა ზედა ნაწილში მდებარეობს, ერთმანეთთან დაკავშირებულია სადინარებით, რომელთა ერთობლიობას ბილიარული ტრაქტი ეწოდება. ამუკანასკნელის შიგთავსი ჩაედინება წვრილი ნაწლავის პირველ სეგმენტში (თორმეტგოჯა ნაწლავში). მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი მონაწილეობს ზოგიერთი ერთი და იმავე ფუნქციების განხორციელებაში, სხვაობა მათ შორის მნიშვნელოვანია.