პრენატალური მეთვალყურეობა ფოკუსირებულია იმ პრობლემების ამოცნობასა და პრევენციაზე, რომელთაც შეიძლება გაართულონ მშობიარობა. მაგალითად, ორსულ ქალებს უტარდებათ სკრინინგი მაღალი სისხლის წნევის, დიაბეტის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, Rho(D) სისხლის შეუთავსებლობის (რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ახალშობილის ჰემოლიზური დაავადება), საშარდე გზების ინფექციის, გენეტიკური გადახრების, რომელთაც შეიძლება განაპირობონ თანდაყოლილი დეფექტები ან ნაყოფში ქრომოსომული გადახრები, ორსულთა ტოქსიკოზის და, ჩვეულებრივ, პლაცენტური და ფეტალური გადახრების (ულტრასონოგრაფიის გამოყენებით) გამოსავლენად. ორსულობამდე (თუ შესაძლებელია) და ორსულობის პერიოდში, თანდაყოლილი დეფექტების თავიდან ასაცილებლად, ქალებს ეძლევათ ფოლიუმის მჟავა. ხშირად ორსულობის პერიოდში ქალებს, აგრეთვე, აძლევენ რკინას ანემიის პრევენციისთვის. მათ უტარდებათ კონსულტაცია თამბაქოს, ალკოჰოლის მოხმარების თაობაზე, აგრეთვე სარეკრეაციო წამლების გამოყენების თაობაზე ორსულობამდე და ორსულობის დროს.