სახელმწიფო პროგრამით (მედიკეა –აშშ-ის სახელმწიფო პროგრამა ჰოსპიტალიზაციის დაზღვევისათვის, ნებაყოფლობითისამედიცინოდაზღვევა 65 და მეტი ასაკის პირებისათვის და 65 წლამდე ასაკისგარკვეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის) არ ფინანსდება მომაკვდავი ადამიანისათვის საჭირო ზოგიერთი მომსახურება, როგორიცაა გახანგრძლივებული მოვლის დაწესებულებაში მოვლა ან შინმოვლა. ჰოსპისის პროგრამები გამონაკლისია, რამეთუ ისინი საკმარისად ყოვლისმომცველია. ამავე დროს, ჰოსპისის პროგრამები უპირატესწილად უზრუნველყოფს შინ მომსახურებას, ყველა ვერ ხვდება ამ პროგრამის ბენეფიციართა სიაში. გარდა ამისა, ექიმები ხშირად უხალისოდ გამოთქვამენ მოსაზრებას პაციენტის 6-თვიანი პროგნოზის განსაზღვრის თაობაზე, რაც აუცილებელია ჰოსპისის მომსახურების საფასურის დაფარვისთვის.
ოჯახი მზად უნდა იყოს რომელიმე წევრის სერიოზულად დაავადებისთვის. ინფორმაციის მიღება დაზღვევის ტიპისა და მოცულობის, მოქმედი წესების შესახებ მნიშვნელოვანი და საგულდაგულო სამუშაოა. ამ მიზნით საქმიანობა დასაწყისში გულისხმობს კონსულტაციების მიღებას ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალისგან, მოხუცებულთა სააგენტოსადგილობრივ ფილიალში, საავადმყოფოს სოციალური მუშაკებისგან, აგრეთვე, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების გაცნობას.
სიცოცხლის დასასრულს მომაკვდავზე ძირითადად ზრუნავენ ოჯახის წევრები, ცხადია, უსასყიდლოდ. ამავე დროს, მათ უნდა გაითვალისწინონ, როგორ შეიძლება დაიხმარონ შინმოვლის პროფესიონალები ისე, რომ მათი წილი დატვირთვა ასატანი გახდეს. შესაძლებელია გადასახდელი იქნეს დაქირავების, წამლების, შინმოვლის საფასური. ოჯახმა ღიად უნდა ისაუბროს ექიმთან გადასახადის მოცულობაზე, უნდა მოითხოვოს მისი გონივრულობა და წინასწარ განსაზღვრა, შეეცადოს მის შემცირებას ან გადახდის წინასწარ დაგეგმვას.
მომაკვდავი ადამიანის ქონების გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინება მიზანშეწონილია. თუმცა სადავო საკუთრებისა და ფინანსური საკითხების განსჯა სიკვდილის მოახლოებისას მძიმეა და უხერხული, მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად იდეა მისაღებია. ეს პროცესი ხშირად გამოავლენს ხოლმე გარემოებებს, რომელთა გადაწყვეტაც მომაკვდავი ადამიანის მონაწილეობას მოითხოვს (ხელმოწერა, განკარგვა), ეს ამსუბუქებს ოჯახის ტვირთს. ზოგიერთი ადვოკატი სპეციალიზებულია მოხუცთა მოვლის საქმეებში და ეხმარება ოჯახს ფინანსური და სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში.