წინასწარ გაცხადებული ნება: პირს შეუძლია წინასწარ წერილობით შეადგინოს ე.წ. წინასწარ გაცხადებული ნება იმის თაობაზე, თუ რა სახის მკურნალობა სურს ან არ უნდა, რომ ჩაუტარდეს სიცოცხლის დასასრულს. წინასწარ გაცხადებული ნება წერილობითი სამართლებრივი დოკუმენტია, რომლის გათვალისწინება აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ პირს აღარ აქვს თავისი სურვილების გამოთქმის უნარი. მაგალითად, წინასწარ გაცხადებული ნებით შეიძლება აიკრძალოს რეანიმაცია (გულის გაჩერების შემდეგ ადამიანის გაცოცხლების მცდელობა) ან საკვების შეყვანა ზონდებით. წინასწარ გაცხადებული ნებას შეიძლება მიეცეს სიცოცხლეში გაცხადებული ნების ფორმა, რომელშიც მითითებულია, რა სახის სამედიცინო მომსახურებას აძლევს უპირატესობას ადამიანი, დასახელებულია ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სამედიცინო მომსახურების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ თავად პაციენტს აღარ ექნება საკუთარი ნების გამოხატვის უნარი; დოკუმენტში შესაძლებელია აისახოს ორივე მოხსენიებული სურვილი. შტატების უმრავლესობაში დასაშვებია, წერილობითი დოკუმენტის სახით გაფორმების გარეშე, პაციენტის, ოჯახის წევრებისა და ექიმის შეთანხმებით მკურნალობის გეგმის შედგენა, რომელშიც ასახულია პაციენტის სურვილები.
თვითმკვლელობა: მართალია, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა იშვიათია, მაგრამ მომაკვდავებს შორის არცთუ იშვიათია ფიქრი თვითმკვლელობაზე; უფრო ხშირია, ვიდრე ეს გამოსჭვივის ხოლმე საზოგადოებრივ განხილვაში ექიმის დახმარებით თვითმკვლელობის შესახებ. თვითმკვლელობის საკითხის განხილვა ექიმთან ერთად შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს საკითხის გადაწყვეტაში და ხშირად ხელს უწყობს იმ პრობლემების დროულ მოგვარებას, რომლებიც პაციენტს თვითმკვლელობას აფიქრებინებენ. ექიმმა შეიძლება გააუმჯობესოს ტკივილის, დეპრესიის და სხვა შემაწუხებელი სიმპტომების კონტროლი. ღვთისმსახურს შეუძლია დაარწმუნოს პაციენტი და მისი ოჯახი მისი დახმარების სასურველობაში და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების შერჩევაში, საერთო აზრის შემუშავებაში. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მაინც თვითმკვლელობას ირჩევს აუტანელი სიტუაციიდან თავის დასაღწევად ან კონტროლის შესანარჩუნებლად იმაზე, თუ როდის და როგორ უნდა მოკვდეს. ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ მათ აქვთ კონტროლის უფლება სიცოცხლის შემანარჩუნებელ მკურნალობაზე, მათთვის სასურველ დროს შეუძლიათ უარი განაცხადონ ხელოვნურ კვებაზე და ხელოვნურ სუნთქვაზე. გადაწყვეტილება სიცოცხლის შემანარჩუნებელი მკურნალობის შეწყვეტის თაობაზე არ განიხილება როგორც თვითმკვლელობა.
1997 წელს ორეგონაში მიღებული იქნა კანონი ღირსეული სიკვდილის შესახებ. მსგავსი კანონის მიღების შესაძლებლობა განიხილება სხვა შტატებშიც. ეს კანონი უფლებას აძლევს ორეგონაში ექიმებს, ქმედუნარიან პირებს დაავადების ტერმინალურ სტადიაში (ამ ცნების სამართლებრივი განმარტება კანონმდებლობაში მოცემულია) გამოუწერონ წამლების მომაკვდინებელი კომბინაციები, რომელსაც ისინი მიიღებენ, როდესაც სიკვდილს გადაწყვეტენ. კანონში განსაზღვრულია ღონისძიებები ამ კომბინაციების შესაძლო არამართებული გამოყენების თავიდან ასაცილებლად, სახელდობრ: