კლოსტრიდიუმ პერფრინგენსით გამოწვეული კვებითი მოწამვლა | მკურნალი.გე
  1. კლოსტრიდიუმ პერფრინგენსით გამოწვეული კვებითი მოწამვლა
  2. გასტროენტერიტი (საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები)
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
კლოსტრიდიუმ პერფრინგენსით გამოწვეული კვებითი მოწამვლა

კვებითი ინფექციის გამომწვევი კლოსტრიდიებით განპირობებული კვებითი მოწამვლა ვითარდება ამ ბაქტერიით დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად. ბაქტერია წვრილ ნაწლავში გამოყოფს ტოქსინს, რომელიც ხშირად დიარეის მიზეზი ხდება.

ზოგიერთი შტამი იწვევს დაავადების მსუბუქ და ზომიერად მძიმედ მიმდინარეობას, რომლის დროსაც მკურნალობის გარეშეც ხდება გამოჯანმრთელება. სხვა შტამები მძიმე გასტროენტერიტის მიზეზია, რომლის დროსაც შესაძლებელია წვრილი ნაწლავის დაზიანება და ზოგჯერ ფატალური გამოსავალი.ამ ბაქტერიით გამოწვეული კვებითი მოწამვლის ეპიდემია გამოწვეულია დაბინძურებული საკვების გამოყენებით. საკვები პროდუქტების კარგად მოხარშვა მხოლოდ ზოგიერთ შტამს ანადგურებს.

სიმპტომები

გასტროენტერიტი იწყება დაბინძურებული საკვების მიღებიდან 6-24 საათში.ყველაზე ხშირი სიმპტომებია წყალწყალა ფაღარათი და მოვლითი ხასიათის ტკივილები მუცელში. დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცაღა ზოგჯერ შესაძლებელია ძლიერი მუცლის ტკივილი, მუცლის შებერვა, მკვეთრი დიარეა, გაუწყლოება და სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითება (შოკი). სიმპტომები, როგორც წესი, დაახლოებით 24 საათს გრძელდება.

დიაგნოზი და მკურნალობა

ეჭვი დაავადებაზე იბადება ლოკალური აფეთქების დროს.დიაგნოზი დასტურდება საკვების ან ავადმყოფის განავალში კლოსტრიდიების აღმოჩენით.

ინფექციის თავიდან ასაცილებლად მოხარშული ან შემწვარი ხორცი დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს მაცივარში, ხელმეორედ გამოყენებამდე კარგად გაცხელდეს. პაციენტს ეძლევა სითხეები, ურჩევენ დასვენებას. ანტიბიოტიკები არ ინიშნება.