ანუსის ირგვლივ კანის ქავილი (ანალური ქავილი) შეიძლება ბევრი მიზეზით იყოს გამოწვეული.
ნაწლავთა მოქმედების შემდეგ ანუსის მიდამო უნდა გაიწმინდოს შემწოვი ბამბის ქსოვილით, ან რბილი ტუალეტის ქაღალდით, ან ერთჯერადი კოსმეტიკური საწმენდით, რომლებიც შეიძლება თბილ წყალში დასველდეს. პუდრით ან ტალკით ანუსის ხშირი დამუშავება კარგად ინარჩუნებს სიმშრალეს. შეიძლება კორტიკოსტეროიდის კრემების, სოკოს საწინააღმდეგო კრემების (როგორიცაა მიკონაზოლი) ან გაღიზიანების შემამცირებელი სანთლების გამოყენება. გარკვეული დროით უნდა მოვერიდოთ ისეთ საკვებს, რომელსაც შეუძლია ანუსის ქავილის გამოწვევა, რომ ვნახოთ, უმჯობესდება მდგომარეობა თუ არა. ტანსაცმელი უნდა იყოს თავისუფალი, ხოლო თეთრეული – მსუბუქი. თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება და ექიმი კიბოს განვითარებას ვარაუდობს, საჭირო ხდება გამოკვლევისთვის კანის ნიმუშის აღება.