მოზრდილი ადამიანი, რომელიც დღის განმავლობაში ფიზიკურად ზომიერად აქტიურია, ყოველი 24 საათის განმავლობაში ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს დაახლოებით 20000 ლიტრ ჰაერს. რა თქმა უნდა,ეს ჰაერი (რომელიც დაახლოებით 20 კგ-ზე მეტს იწონის) შეიცავს პოტენციურად მავნენაწილაკებსა და აირებს.აღნიშნული ნაწილაკები, მათ შორის მტვერი და ობის სოკო, სხვა პათოგენურისოკოები, ბაქტერიები და ვირუსები, ხვდებიან სასუნთქ გზებსა და ალვეოლებში. ფილტვის სიღრმეში მხოლოდ 3-5 მიკრონზე ნაკლები დიამეტრის მქონე ნაწილაკები აღწევენ. საბედნიეროდ, სასუნთქ სისტემას აქვს სასუნთქი გზების გაწმენდისა და დაცვის მექანიზმები.
ერთ-ერთ ასეთ დაცვით მექანიზმს წარმოადგენს სასუნთქი გზების ამომფენ უჯრედებზე არსებული პაწაწინა კუნთოვანი წამწამოვანი წანაზარდები. სასუნთქი გზები დაფარულია თხევადი ლორწოვანი შრით, რომელიც წამწამოვანი წანაზარდებით გარეთ გამოიდევნება. ეს ძალიან პატარა კუნთოვანი წარმონაქმნები (წამწამები) წუთში დაახლოებით 1000-ჯერ ირხევა და გადაანაცვლებს ლორწოს ტრაქეაში წუთში დაახლოებით 0,5-1 სმ მანძილზე. პათოგენური ნაწილაკებით დაბინძურებული ლორწო გამოიდევნება პირის ღრუში, რომელსაც ადამიანი ყლაპავს.
გაზთა ცვლა რომ არ შეფერხდეს, ალვეოლები დაცული არ არის ლორწოთი და ცილიარული წანაზარდებით – ლორწო საკმაოდ სქელია და ხელს შეუშლის ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის თავისუფალ გადანაცვლებას ალვეოლის ჰაერსა და კაპილარების სისხლს შორის. სამაგიეროდ, ორგანიზმს აქვს სხვა დაცვითი მექანიზმები. ალვეოლების ზედაპირზე არსებული მოძრავი უჯრედები, რომელთაც ფაგოციტები ჰქვიათ, ეძებენ, იკავშირებენ, შთანთქავენ, კლავენ უცხო ცოცხალ სხეულებს და ინელებენ მათ. ფილტვების ალვეოლების ფაგოციტებს ალვეოლური მაკროფაგები ეწოდება. როდესაც ფილტვები სერიოზული საფრთხის წინაშეა, ცირკულაციაში მყოფი სისხლის საშუალებით ფილტვებისკენ დამატებით მოემართება თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები), განსაკუთრებით ნეიტროფილები, რომლებიც დაცვის პროცესში ჩაერთვებიან და დაეხმარებიან ორგანიზმს უცხო პათოგენური ნაწილაკების შთანთქმასა და განადგურებაში. მაგალითად, როდესაც ადამიანი ჩაისუნთქავს დიდი რაოდენობით მტვერს ან ებრძვის რესპირატორულ ინფექციას, ამ დროს დიდი რაოდენობით მაკროფაგები გამომუშავდება და დაცვის პროცესში ნეიტროფილებიც ერთვება.