სასუნთქი სისტემის პათოლოგიით დაავადებული ადამიანები ყოველთვის საჭიროებენ კვების შეფასებასა და კონსულტაციას. მაგალითად, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების საკმაოდ გართულებული ფორმისას პაციენტები თითქმის ყოველთვის იკლებენ წონაში. სასუნთქი სისტემის სარეაბილიტაციო პროგრამები ადამიანებს ეხმარება წონის აღდგენასა და კუნთების მასის შენარჩუნებაში. ადამიანმა უნდა ისწავლოს ისეთი კვება, რომ ორგანიზმს მიეწოდოს კალორიების ადეკვატური რაოდენობა და ამასთან, თავი აარიდოს სიმაძღრის შეგრძნებას, რომელმაც შესაძლოა სუნთქვას ხელი შეუშალოს. ზოგი პაციენტი წონაში იმატებს ფიზიკური აქტიურობის შემცირების ხარჯზე. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო იზრდება ისედაც დაზიანებული სასუნთქი სისტემის დატვირთვა. უმჯობესია, თუ ასეთი ადამიანები წონაში დაიკლებენ.