იოგები | მკურნალი.გე
  1. იოგები
  2. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ბიოლოგია
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
იოგები

იოგები მტკიცე ფიბროზული ძაფებია, რომლებიც კოლაგენისა და ელასტინის შემცველი შემაერთებელი ქსოვილისაგან შედგება. ელასტიკური ბოჭკოების არსებობა იოგებს გარკვეული სიდიდით გაჭიმვის საშუალებას აძლევს. იოგები სახსრების ირგვლივ მდებარეობს და ამაგრებს მათ. ეხმარება სახსრებს სიმტკიცესა და სტაბილიზაციაში და მხოლოდ გარკვეული მიმართულებებით მოძრაობის შესაძლებლობას აძლევს. ასევე, იოგები ერთმანეთთან აკავშირებს ძვლებს (მაგალითად, მუხლის სახსარში).