კიენბოკის დაავადება, ესაა ძვლოვანი ქსოვილის კვდომა, რომელიც სისხლის მიმოქცევის დარღვევითაა გამოწვეული (ავასკულური ნეკროზი) და აზიანებს მტევნის მთვარისებურ ძვალს.
ამ იშვიათი დაავადების მიზეზი უცნობია. ძირითადად დომინანტურ ხელში ვლინდება 20-45 წლის მამაკაცებს შორის.
სიმპტომები იწყება მაჯის ტკივილით, რომელიც ლოკალიზებულია მთვარისებრი ძვლის არეში, მაჯის ფუძესთან. საბოლოოდ ვითარდება შეშუპება მაჯის ზედაპირზე, რის გამოც იგი დაჭიმული ხდება. პაციენტი ჩივილებს ტრავმას ვერ უკავშირებს. შემთხვევათა 10%-ში დაავადება ორივე მხარეზე იწყება და ძირითადად იმ პირებს უვითარდებათ, რომლებიც ხელით მძიმე სამუშაოს ასრულებენ. დიაგნოზის დასმა ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფიით, ხოლო მოგვიანებით დასტურდება რენტგენოგრაფიით.
ქირურგიული ჩარევა ხორციელდება მთვარისებრ ძვალზე ზეწოლის შესამცირებლად, მაგალითად, ხდება იმ ძვლების დაგრძელება ან დამოკლება, რომლებიც მთვარისებრ ძვალთანაა დაკავშირებული. მკურნალობის ალტერნატიული სახეა სისხლის მიწოდების აღდგენა ძვალთან. თუ მთვარისებური ძვალი კოლაბირებულია, მაჯის ძვლებს ქირურგიული წესით აცილებენ ან ერთმანეთთან აერთებენ – რაც ტკივილის შემცირების საბოლოო იმედია. ქირურგიული ჩარევის გარდა, აღნიშნული დაავადების მკურნალობის სხვა მეთოდები წარმატებული არ აღმოჩნდა.