ტრავმები | მკურნალი.გე
  1. ტრავმები
  2. ხელის დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
ტრავმები

ხელის ტრავმები იწვევენ შეშუპებას, ტკივილს, დაჭიმულობას და ზოგჯერ მოძრაობის შეზღუდვას. დაზიანების ყველაზე გავრცელებული სახეა იოგების გაწყვეტა (რუპტურა) ან ძვლების მოტეხილობა. იოგების გაწყვეტის შემთხვევაში, ძვალი იცვლის ჩვეულ პოზიციას, რაც თავის მხრივ, სახსრის გადაადგილებასაც განაპირობებს.

ტრავმის დიაგნოზს ექიმები ხელის გასინჯვით სვამენ. გასინჯვის წინ შესაძლებელია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების გამოყენება, სხვა შემთხვევაში ჩარევა მეტად მტკივნეული იქნება. მოტეხილობის ან სახსრის არასტაბილურობის დასადასტურებლად რენტგენოლოგიური კვლევა ტარდება. ზოგჯერ კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებაც კი ხდება საჭირო. არანამკურნალევი ტრავმის შემთხვევაში შეიძლება ჩამოყალიბდეს ხელის მუდმივი დეფორმაცია. ამიტომ, ნორმალური შეხორცებისათვის, საჭიროა დაზიანებული ხელის იმობილიზაცია. ტრავმის მიხედვით გამოიყენება სახვევი, არტაშანი ან თაბაშირის ნახვევი. ძვლის ადგილმდებარეობის ცვლილების ან არასტაბილური სახსრის შემთხვევაში, ზოგჯერ ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. ფუნქციის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს ხელის ვარჯიში.