წარსულს ჩაჰბარდა ის დღეები, როდესაც ადამიანი ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში მხოლოდ თავისი ოჯახის ექიმის და ექთანის იმედად იყო. სადღეისოდ, საუკეთესო ხარისხის სამედიცინო მომსახურების მისაღებად თავად პაციენტის აქტიური მონაწილეობაა აუცილებელი. აქტიური მონაწილეობა გულისხმობს:
ზოგიერთი დაავადების მქონე პირებისთვის აქტიური მონაწილეობა აგრეთვე გულისხმობს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობას. მაგალითად, ჰიპერტენზიის დროს სისხლის წნევის რეგულარულად გაზომვას, შაქრიანი დიაბეტის დროს – სისხლში შაქრის რაოდენობის სისტემატურად განსაზღვრას.
კარგი კომუნიკაცია – ინფორმაციის ღიად, გულწრფელად მიწოდება ექიმისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. კარგი კომუნიკაცია ექიმს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ დაინახოს პაციენტის პრობლემები, ხოლო პაციენტს – უკეთ გაიგოს, რა სახის მკურნალობაა საჭირო პრობლემის მოსაგვარებლად. გარდა ამისა, კარგი კომუნიკაცია სტიმულს აძლევს პაციენტს სამკურნალო რეჟიმის გულდასმით დაცვისათვის; ის, აგრეთვე, ხელს უწყობს ნდობის ჩამოყალიბებას ექიმსა და პაციენტს შორის, რაც უფრო მეტად სავარაუდოს ხდის პაციენტის მიერ სამკურნალო რეჟიმის გულდასმით დაცვას.