ნერვულ ბულიმიას ახასიათებს დიდი რაოდენობით საკვების განმეორებითი, სწრაფად მიღება, რასაც თან მოსდევს დიდი მოცულობისგან სხეულის გაწმენდის მცდელობა.
ნერვული ანორექსიის მსგავსად, ნერვული ბულიმიის განვითარებაზე გავლენას ახდენს მემკვიდრული და სოციალური ფაქტორები. დაავადებულთა უმეტესობა ახალგაზრდა ქალებია, რომლებიც ზომაზე მეტად ღელავენ სხეულის ფორმასა და წონაზე, განეკუთვნებიან საზოგადოების საშუალო ან მაღალ სოციალურ-ეკონომიკურ კლასს. ნერვული ბულიმია უმეტესად მოზარდებსა და ახალგაზრდებში გვხვდება, დაავადების გავრცელების სიხშირე ქალებს შორის 1.6%-ს შეადგენს, მამაკაცებს შორის – 0.5%-ს.
ადამიანები საკვებს იღებენ უზომო რაოდენობით, შედარებით მოკლე დროის, უმეტესწილად 2 საათის, განმავლობაში. ემოციური სტრესი ხშირად ბიძგს აძლევს საკვების უკონტროლო მიღებისა და გაწმენდის ციკლს, რასაც პაციენტი, ჩვეულებრივ, მალავს. საკვების მიღება იწყება და გრძელდება შიმშილის გრძნობის გარეშე, მუცლის ტკივილამდე. უმეტესწილად გამოიყენება მაღალკალორიული საკვები, როგორიცაა ნაყინი, ნამცხვრები; მიღებული კალორიების რაოდენობა რამდენიმე ათასს შედგენს. მუცლის ამოყორვა დღის განმავლობაში რამდენჯერმე მეორდება.
გადამეტებული კვების შედეგების საწინააღმდეგოდ ადამიანები მიმართავენ "გაწმენდის" სხვადასხვა ფორმას:
ხშირად შარდმდენებს იღებენ წარმოსახვითი მუცლის შებერვის საწინააღმდეგოდ; ნერვული ანორექსიისგან განსხვავებით, ბულიმიის დროს ადამიანების წონა უფრო მეტად ნორმის ფარგლებში მერყეობს.
თვითგამოწვეულმა პირღებინებამ შეიძლება კბილის ემალი დააზიანოს, ლოყაზე სანერწყვე ჯირკვლის ზომაში მომატება (ყბაყურა ჯირკვალი) და საყლაპავის გაღიზიანება გამოიწვიოს, დააქვეითოს სისხლში კალიუმის დონე და გულის რიტმის დარღვევის მიზეზი გახდეს. შესაძლებელია უეცარი სიკვდილი გულის რიტმის დარღვევის გამო, თუ პაციენტი ღებინების გამოსაწვევად რეგულარულად იღებს იპეკაკუანას. იშვიათად, ამ აშლილობის მქონე პაციენტებს უზომო რაოდენობით საკვების მიღების გამო კუჭი უსკდებათ ან საყლაპავი უზიანდებათ, რაც სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებს იწვევს.
ნერვული ანორექსიით დაავადებულებთან შედარებით, ნერვული ბულიმიის მქონე ადამიანები, როგორც წესი, უკეთ აცნობიერებენ თავიანთ საქციელს და სინანულის ან დანაშაულის გრძნობით არიან შეპყრობილნი; ისინი უყოყმანოდ უყვებიან თავიანთი პრობლემების შესახებ ექიმს ან ახლობელ ადამიანს. ზოგადად, ეს ადამიანები უფრო კონტაქტურები არიან, მაგრამ, ამავე დროს, მიდრეკილნი არიან იმპულსური ქცევის, ნარკოტიკების, ალკოჰოლის გამოყენებისადმი, ხშირად აქვთ დეპრესია.
ნერვული ბულიმიის დიაგნოზზე ეჭვის საფუძველია ახალგაზრდა ქალის მიერ სხეულის წონაზე გაზვიადებული ზრუნვა, წონის მნიშვნელოვანი მერყეობა, საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენების დამახასიათებელი სიმპტომები (დიარეა, სპაზმები მუცელში). გარდა ამისა, ექიმმა სხვა ნიშნებიც უნდა მოიძიოს:
დიაგნოზი საბოლოოდ დასტურდება, თუ ადამიანი აღწერს უკონტროლო ჭამისა და გაწმენდის ეპიზოდებს კვირაში ორჯერ ან მეტჯერ სულ მცირე, 3 თვის განმავლობაში. ექიმმა შეიძლება დიაგნოზი ამ ინფორმაციის გარეშეც დასვას, თუ სიმპტომები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს დაავადების არსებობაზე.
მკურნალობის ორი ყველაზე ეფექტიანი მეთოდია კოგნიტურ-ბიჰევიორული და მედიკამენტური თერაპია. მკურნალობა შეიძლება უფრო ეფექტიანი აღმოჩნდეს ორივე მეთოდის გამოყენებისას.
კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მიზანია პირის სურვილების, მოსაზრებების იდენტიფიცირება და მათზე ზემოქმედება. პაციენტები თერაპევტს ხვდებიან კვირაში ერთხელ ან ორჯერ 4-5 თვის განმავლობაში; საერთო ჯამში დაახლოებით 16-20 სესია ტარდება. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის შედეგად უკონტროლო კვების სიხშირე ბულიმიით დაავადებულ პირთა დაახლოებით ორ მესამედს უმცირდება, დაახლოებით ერთ მესამედს სრულიად უწყდება.
მკურნალობის შემდეგ საკვების უკონტროლო მიღების ეპიზოდების შემცირება ან შეწყვეტა სულ მცირე 1 წელი გრძელდება. სეროტონინის უკუმიტაციების სელექციური ინჰიბიტორები (ანტიდეპრესანტების ტიპი) ზოგჯერ ეფექტიანია და უფრო შედეგიანია კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიასთან ერთად. თუმცა, როდესაც მედიკამენტების მიღება წყდება, საკვების უკონტროლო მიღება ხშირად ისევ იწყება.