გენდერული იდენტობა ნიშნავს ადამიანის მიერ საკუთარი თავის აღქმას ან მამაკაცად, ან ქალად, ან რაღაც შუალედურ არსებად. გენდერული როლი განსაზღვრავს იმას, თუ რომელი სქესის შესატყვის ქცევას ირგებს ადამიანი საზოგადოებაში; იგულისხმება ჩაცმის თავისებურება, საუბრის მანერა, ვარცხნილობა; ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რასაც ადამიანები ამბობენ ან აკეთებენ, მიუთითებს მამაკაცურობაზე ან ქალურობაზე. უმრავლესობისთვის, გენდერული იდენტობა შეესაბამება ანატომიურ სქესს და გენდერულ როლს (მაგალითად, როცა მამაკაცს აქვს მამაკაცობის შინაგანი განცდა და საზოგადოებაში იქცევა მამაკაცურად).
გენდერული იდენტობა ადრეული ბავშვობის ასაკში (18-დან 24 თვემდე ასაკში) ყალიბდება. ბავშვობაში ბიჭები აცნობიერებენ, რომ ბიჭები არიან, ხოლო გოგონები – რომ გოგონები არიან. ბავშვები ზოგჯერ უპირატესობას ანიჭებენ აქტივობას, რომელიც უფრო მეორე სქესის შესაფერისად ითვლება. თუმცა ამ უპირატესობის მინიჭება არ ნიშნავს, რომ, მაგალითად, პატარა გოგოს, რომელსაც უყვარს ბეისბოლის თამაში და ჭიდაობა, გენდერული იდენტობის პრობლემა აქვს, თუ ის თავს ქალად შეიგრძნობს და ამითი კმაყოფილია. ზუსტად ასევე, თუ ბიჭს უყვარს თოჯინებით თამაში და საჭმლის მომზადება ურჩევნია სპორტულ და უხეშ თამაშებს, ეს არ ნიშნავს, რომ გენდერული იდენტობის პრობლემა აქვს, თუ ის თავს მამაკაცად მიიჩნევს და მამაკაცის როლში თავს კომფორტულად გრძნობს. პატარა ბიჭები ხშირად გადიან ეტაპებს, როდესაც ისინი თამაშობენ გოგონების სათამაშოებით ან გოგონების ტანსაცმელს ირგებენ, მაგრამ ცოტას თუ უვითარდება გენდერული იდენტობის პრობლემა ზრდასრულ ასაკში.
ბავშვებს, რომელთაც დაბადებისას არ აქვთ გამოკვეთილი მამაკაცის ან ქალის სასქესო ორგანოები, როგორც წესი, არ აქვთ გენდერული იდენტობის პრობლემა, თუ მათი აღზრდისას აღმზრდელები ყოველგვარი ეჭვის გარეშე იყვნენ ორიენტირებული ერთ ან მეორე სქესზე, მიუხედავად იმისა, ემთხვეოდა თუ არა აღზრდა სქესის ბიოლოგიურ მახასიათებლებს. თუმცა, ცნობილია ფართოდ გახმაურებული რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ასეთი მიდგომა წარუმატებელი აღმოჩნდა.
გენდერული იდენტობის აშლილობა გულისხმობს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ინდივიდის ანატომიურ სქესსა და საკუთარი თავის მამაკაცად, ქალად, ნეიტრალურ ან შერეულ სქესთან გაიგივების შინაგან განცდას შორის. ტრანსსექსუალიზმი არის გენდერული იდენტობის აშლილობის უკიდურესი ფორმა.
ადამიანები გენდერული იდენტობის დარღვევით თვლიან, რომ ისინი არიან ბიოლოგიური კატასტროფის მსხვერპლნი, ძალით არიან გამომწყვდეულნი სხეულში, რომელიც არ შეესაბამება მათ გენდერულ იდენტობას. ანუ, ადამიანები, ვინც ბიოლოგიურად მამაკაცები არიან, თავს აღიქვამენ მამაკაცის სხეულში გამომწყვდეულ ქალად და პირიქით. ტრანსსექსუალებისთვის შეუთავსებლობის განცდა სრული, მძიმე, შემაწუხებელი და ხანგრძლივია. მამაკაცად დაბადებულ 11900 პირზე ტრანსსექსუალიზმის მქონე დაახლოებით ერთი პირი მოდის, ქალად დაბადებულ 30000 პირზე – აგრეთვე ერთი.
ტრანსსექსუალთა უმეტესობა ბიოლოგიური მამაკაცია, რომლებიც თავს აღიქვამენ ქალად, ზოგჯერ ადრეულ ბავშვობის ასაკიდან მოყოლებული, და ზიზღით არიან განწყობილნი საკუთარი სასქესო ორგანოებისა და მამაკაცური თვისებების მიმართ. ამავე დროს, გენდერული იდენტობის პრობლემების მქონე ბავშვთა უმეტესობა ზრდასრულ ტრანსსექსუალად არ ყალიბდება.
იშვიათად ტრანსსექსუალები არიან ადამიანები, ვისაც დაბადებისას არ აქვთ გამოკვეთილი მამაკაცის ან ქალის სასქესო ორგანოები (გაურკვეველი სასქესო ორგანოები) ან ვისაც გენეტიკური პათოლოგია აღენიშნება, როგორიცაა ტერნერის სინდრომი ან კლაინეფელტერის სინდრომი. თუმცა, როცა ბავშვებს ნათლად და თანმიმდევრულად მიაკუთვნებენ და ზრდიან როგორც გოგონებს ან როგორც ბიჭებს, (მაშინაც კი, როდესაც სასქესო ორგანოები გაურკვეველია), მათ უმრავლესობას გენდერული იდენტობის მკაფიო განცდა აქვს.
გენდერული იდენტობის პრობლემები, როგორც წესი, ვითარდება 2 წლამდე ასაკში. ბავშვები, რომელთაც ეს პრობლემა აქვთ:
მაგალითად, ახალგაზრდა გოგო შეიძლება ამტკიცებდეს, რომ გაიზრდის პენისს და გახდება ბიჭი; ის შეიძლება ფეხზე მდგომი (ბიჭივით) შარდავდეს. ბიჭი შეიძლება ჯდებოდეს მოსაშარდავად, უნდოდეს პენისისა და სათესლე ჯირკვლების მოცილება. გენდერული იდენტობის დარღვევის მქონე ბიჭებში პუბერტატული ასაკის ფიზიკური ცვლილებები დისტრესს, შემდგომში კი შემდგომ მკურნალობის სურვილს იწვევს, იმ მიზნით, რომ მათი სხეული უფრო დაემსგავსოს ქალის სხეულს.
მიუხედავად იმისა, რომ ტრანსსექსუალთა უმეტესობას გენდერული იდენტობის პრობლემა ადრეული ბავშვობის ასაკში ეწყება, ის შეიძლება პირველად მოზარდობის ასაკში გამოვლინდეს. ადამიანები, ჩვეულებრივ, მამაკაცები, თავიდან შეიძლება საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმელს ატარებდნენ და მხოლოდ მოგვიანებით ცხოვრებაში გააცნობიერონ სხვა სქესთან იდენტობა. ზოგიერთი მათგანი ქორწინდება ან სამხედრო სამსახურს იწყებს, რომ გაექცეს ან უარყოს ლტოლვა, გახდეს სხვა სქესის ადამიანი. მას შემდეგ, რაც ისინი აღიარებენ თავის გრძნობებს, ბევრი საჯაროდ ირგებს ქალის გენდერულ როლს. სხვებს პრობლემები აქვთ, სახელდობრ, დეპრესია ან სუიციდური ქცევა.
გენდერული იდენტობის მქონე ბიჭების უმეტესობას არ აქვს ეს აშლილობა ზრდასრულ ასაკში, მაგრამ ბევრ მათგანი ჰომოსექსუალი ან ბისექსუალია სექსუალური ორიენტაციის მიხედვით.
გენდერული იდენტობის მქონე ბავშვთა უმეტესობა არ არის შეფასებული 6-9 წლის ასაკამდე. ექიმი დიაგნოზს სვამს, თუ გამოხატულია შემდეგი:
მოზარდებთან და მოზრდილებთან ექიმი დიაგნოზს სვამს, თუ გამოხატულია შემდეგი:
საწინააღმდეგო სქესისთვის დამახასიათებელ ქცევას მოზრდილებში, როგორიცაა სხვა სქესის ტანსაცმლის ტარება, შეიძლება არ დასჭირდეს მკურნალობა, თუ ინდივიდი საზოგადოებაში ნორმალურ ფუნქციონირებას ახერხებს და არ განიცდის ფსიქოლოგიურ დისტრესს.
ტრანსსექსუალმა შეიძლება ფსიქოლოგიურ კონსულტაციას მიმართოს საკუთარი სხეულით შექმნილი დისკომფორტის გადასალახავად ან სქესის შეცვლაში მხარდაჭერის მისაღებად. ბევრ ტრანსსექსუალს, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად კონსულტაციების, ჰორმონული თერაპიის, ელექტროლიზისა და, ზოგჯერ, სასქესო ორგანოებზე ოპერაციის (რომელიც შეუქცევადია) კომბინაცია ეხმარება.
ზოგიერთ ტრანსსექსუალს, რომელსაც გენდერული იდენტობის აშლილობის უფრო მსუბუქი ფორმა აქვს, აკმაყოფილებს გენდერული როლის ცვლილება, როცა მუშაობს, იცვამს და ცხოვრობს საზოგადოებაში, როგორც საპირისპირო სქესის წარმომადგენელი. ეს მიდგომა შეიძლება გულისხმობდეს იდენტიფიკაციის მოპოვებას (მაგალითად, მართვის მოწმობის აღება), რაც ეხმარება, იცხოვროს და იმუშაოს საზოგადოებაში, როგორც საპირისპირო სქესის ადამიანმა. მათ შეიძლება არასოდეს მიმართონ ანატომიურ ცვლილებას. ბევრ მათგანს, რომლებსაც ზოგჯერ "ტრანსგენდერისტებს" უწოდებენ, არ აღენიშნებათ ფსიქიკური აშლილობის დამადასტურებელი კრიტერიუმები.
სხვა ტრანსსექსუალები, საპირისპირო სქესის ქცევის, ტანსაცმლის და მანერების მორგების გარდა, ჰორმონულ მკურნალობას იტარებენ, რომ შეცვალონ მეორადი სასქესო ნიშნები. ბიოლოგიურ მამაკაცებს, რომლებიც იღებენ ქალის ჰორმონს, ესტროგენს, ეზრდებათ მკერდი და ეცვლებათ სხეულის ფორმა, სახელდობრ, უქრებათ სასქესო ორგანოები (სასქესო ორგანოების ატროფია), ეკარგებათ ერექციის უნარი. ბიოლოგიურ ქალებში მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის გამოყენება იწვევს ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა სახის თმიანობა, ხმის დაბოხება, სხეულის სუნის და ცხიმის განაწილების ცვლილება.
ზოგიერთი ტრანსსექსუალი მაინც ითხოვს ქირურგიულ ჩარევას. ბიოლოგიური მამაკაცებისთვის ოპერაცია გულისხმობს პენისისა და სათესლე ჯირკვლების ამოკვეთას და ხელოვნური საშოს შექმნას. ბიოლოგიური ქალებისთვის ოპერაცია მოიცავს ძუძუს და რეპროდუქციული ორგანოების (საკვერცხეები, საშვილოსნო) მოცილებას, საშოს დახურვას და ხელოვნური პენისის შექმნას. ორივე სქესისთვის ოპერაციას წინ უსწრებს შესაბამისი ჰორმონის გამოყენება (ესტროგენი კაცის ქალად გარდაქმნაში, ტესტოსტერონი ქალის მამაკაცად გარდაქმნაში) და, სულ მცირე, 1 წლის განმავლობაში საწინააღმდეგო სქესის როლში რეალური ცხოვრების გამოცდილება.
მიუხედავად იმისა, რომ ტრანსსექსუალებს, რომლებმაც სქესის შესაცვლელად ოპერაცია გაიკეთეს, არ აქვთ გამრავლების უნარი, ბევრ მათგანს დამაკმაყოფილებელი სექსუალური ურთიერთობები აქვს. ორგაზმის მიღწევის უნარი ხშირად ოპერაციის შემდეგ ნარჩუნდება და ზოგიერთი აღნიშნავს, რომ პირველად იგრძნო სექსუალური კომფორტი. თუმცა, ტრანსსექსუალების მხოლოდ მცირე რაოდენობა იტარებს სქესის შეცვლის ოპერაციას, მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეიძინოს საწინააღმდეგო სქესის სექსუალური აქტივობა; როგორც წესი, ძირითადი მოტივაციაა მათი გენდერული იდენტობის შინაგანი განცდის დადასტურება.