ორგანიზმში არსებული ფოსფორის უდიდესი ნაწილი შეკავშირებულია ჟანგბადთან და წარმოიქმნება ფოსფატი. ორგანიზმში არსებული ფოსფატის 85%-ს შეიცავს ძვლები, დანარჩენი ნაწილი ლოკალიზებულია უჯრედის შიგნით, სადაც ის ჩართულია ენერგიის წარმოქმნის პროცესში.
ფოსფორი აუცილებელია ძვლების და კბილების ფორმირებისთვის. ის აგრეთვე გამოიყენება რამდენიმე მნიშვნელოვანი ნივთიერების საშენ მასალად. მათ შორისაა უჯრედის მემბრანა, დნმ და უჯრედშიდა ენერგიის გამომყოფი ნივთიერებები. ორგანიზმი ფოსფატს იღებს საკვებიდან და გამოყოფს შარდით და განავლით.
ჰიპოფოსფატემიის დროს სისხლში ფოსფატის დონე ძალიან დაბალია.
ფოსფორის დონე ორგანიზმში თანდათან კლებულობს და შედეგად ვიღებთ ქრონიკულ ჰიპოფოსფატემიას, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფოსფორის გაძლიერებული კარგვის შედეგია. ფოსფორის დეფიციტის არაერთი მიზეზი არსებობს:
ფოსფორის დონე სისხლში შეიძლება მოულოდნელად დაეცეს სახიფათო დონემდე შემდეგი მდგომარეობებისას:
ასეთ შემთხვევებში ვლინდება გულის რიტმის დარღვევები, რომელიც შესაძლოა სიკვდილით დასრულდეს.
სიმპტომები ვითარდება მხოლოდ მაშინ, როცა სისხლში ფოსფორის დონე მკვეთრად ეცემა. ვლინდება კუნთოვანი სისუსტე, რასაც შეიძლება მოჰყვეს სტუპორის, კომის ან სიკვდილის შემთხვევებიც.
მსუბუქი, ქრონიკულად მიმდინარე ჰიპოფოსფატემიის დროს ვითარდება ძვლების სისუსტე, რასაც მოჰყვება ტკივილი და მოტეხილობები. პაციენტი უჩივის ზოგად სისუსტეს და მადის დაქვეითებას (დაკარგვას).
დიაგნოზი დაფუძნებულია სისხლის ანალიზებზე, რომელიც ავლენს ფოსფორის დაბალ დონეს. ექიმები ატარებენ დამატებით კვლევებსაც დეფიციტის მიზეზის დასადგენად.
უნდა შეწყდეს ნებისმიერი მედიკამენტის მიღება, რომელსაც შეუძლია ფოსფორის დონის შემცირება. თუ ჰიპოფოსფატემია მსუბუქია და არ იწვევს სიმპტომების განვითარებას, შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ნაკლები ცხიმის შემცველი ან უცხიმო რძის მიღება, რომელიც დიდი რაოდენობით ფოსფატს შეიცავს. ნაჩვენებია ფოსფატის ორალური მიღებაც, თუმცა გასათვალისწინებელია ხშირად განვითარებადი დიარეა. მძიმე ჰიპოფოსფატემიის დროს და იმ შემთხვევებში, როცა მინერალის პერორალურად მიღება არ არის შესაძლებელი, შეიძლება მისი ინტრავენურად გამოყენებაც.
ჰიპერფოსფატემიის დროს სისხლში ფოსფორის დონე მკვეთრად მაღალია:
ჰიპერფოსფატემია საკმაოდ იშვიათი პათოლოგიაა, გამონაკლისს წარმოადგენენ თირკმლის უკმარისობით დაავადებული პაციენტები, რომელთა თირკმელებს არ შესწევთ უნარი, ორგანიზმიდან გამოყონ საკმარისი რაოდენობით ფოსფორი. სამკურნალო საშუალებად ხშირად გამოიყენება დიალიზი, თუმცა ის არ წარმოადგენს საუკეთესო მეთოდს ფოსფორის ორგანიზმიდან გამოძევებისათვის და არ ამცირებს განმეორებითი ჰიპერფოსფატემიის რისკს.
ძალიან იშვიათად ჰიპერფოსფატემია გვხვდება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ:
პაციენტთა უმრავლესობას ჰიპერფოსფატემიით სიმპტომები არ აღენიშნება. მიუხედავად ამისა, თირკმლის მძიმე დისფუნქციის დროს კალციუმი უერთდება ფოსფორს და წარმოიქმნება კრისტალები (კალციფიკატები), რომლებიც ლაგდება სისხლძარღვების კედლებსა და გულში. შედეგად მიიღება მძიმე ათეროსკლეროზი (არტერიების გამყიფება, გამაგრება), რაც ინსულტის, გულის შეტევისა და ცირკულაციის დარღვევის მთავარი მიზეზია. კრისტალები აგრეთვე შეიძლება ჩალაგდეს კანში, რის გამოც ხშირია ძლიერი ქავილი.
დიაგნოზი დაფუძნებულია ანალიზზე, რომელიც ავლენს სისხლში ფოსფორის მაღალ დონეს. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ჰიპერფოსფატემიის მკურნალობა გულისხმობს ფოსფორის მოხმარების შეზღუდვას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ფოსფორის შეწოვის შეფერხებას. იკრძალება საკვები ფოსფორის მაღალი შემცველობით.
მედიკამენტები, რომლებიც იკავშირებენ ფოსფორს, მაგ.: სეველამერი და კალციუმის ნაერთები, მიიღება საკვებთან ერთად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ფოსფორის შეკავშირების შემდეგ ეს მედიკამენტები ქმნიან ნაერთს, რომელიც ძალიან ძნელად შეიწოვება ნაწლავების მიერ და ორგანიზმიდან უფრო მეტი ფოსფორის გამოყოფის საშუალებას იძლევა. სეველამერი ხშირად ინიშნება დიალიზზე მყოფ პაციენტებთანაც, რადგან კალციუმის ნაერთებმა, შესაძლოა ფოსფორთან ერთად წარმოქმნას კრისტალები და ჩალაგდნენ სხვადასხვა ქსოვილში.