სელენიუმი | მკურნალი.გე
  1. სელენიუმი
  2. ელექტროლიტები და მინერალები
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
სელენიუმი

სელენიუმი ორგანიზმში არსებულ თითქმის ყველა ქსოვილში გვხდება. იგი E ვიტამინთან ერთად ავლენს ანტიოქსიდანტურ თვისებებს და იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან. თავისუფალი რადიკალები ნორმალური უჯრედების ცხოველქმედების ნარჩენი პროდუქტებია. სელენიუმს შეუძლია ზოგიერთი სახის კიბოს განვითარების თავიდან აცილება. ის აგრეთვე აუცილებელი მინერალია ფარისებური ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებითვის.

სელენიუმის დეფიციტი

სელენიუმის დეფიციტი იშვიათად ვითარდება, მათ შორის ახალ ზელანდიაშიც და ფინეთშიც, სადაც მისი მოხმარება გაცილებით მცირეა, ვიდრე აშშ-სა ან კანადაში. ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში, სადაც სელენიუმის მოხმარება მკვეთრად დაბალია, დეფიციტის მქონე პაციენტებთან მოსალოდნელია კეშანის დაავადების განვითარება. ხშირია ვირუსული ინფექციები, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდა ქალებში. კეშანის დაავადების დროს ზიანდება გულის კუნთი, რაც საბოლოოდ კარდიომიოპათიის განვითარებას იწვევს. სელენიუმის დეფიციტის დროს გულსა და კუნთებში ანტიოქსიდანტების სიმცირეა, ამის გამო იწყება მათი დაზიანება კარდიომიოპათიისა და კუნთოვანი სისუსტის სახით.

ექიმს ეჭვი მიაქვს სელენიუმის დეფიციტზე გარკვეული გარემოებების და სიმპტომების არსებობისას.

მკურნალობა მოიცავს სელენიუმის დამატებით მიღებას, რაც თითქმის ბოლომდე აგვარებს დეფიციტის პრობლემას. სელენიუმით მკურნალობა საშუალებას იძლევა, თავიდან იქნეს აცილებული კარდიომიოპათიის განვითარება, თუმცა არ წარმოადგენს უკვე არსებული პრობლემის სამკურნალო საშუალებას, მაგ.: კეშანის დაავადების დროს.

სელენიუმის სიჭარბე

ყოველდღიურად 1 მილიგრამზე მეტი სელენიუმის მიღებამ ექიმის დანიშნულების გარეშე, შესაძლოა გამოავლინოს ორგანიზმზე მავნე მოქმედება. სიმპტომები მოიცავს: ღებინებას და გულისრევას, დიარეას, თმის ცვენას, ფრჩხილების პათოლოგიებს, გამონაყარს, დაღლილობას და ნერვების დაზიანებებს. ამოსუნთქულ ჰაერს შესაძლოა ჰქონდეს ნივრის მსგავსი სუნი. დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებზე, განსაკუთრებით საყურადღებოა გაძლიერებული თმის ცვენა.

მკურნალობა მიმართულია სელენიუმის მოხმარების შემცირებისკენ.