მეტაბოლური სინდრომი (ე.წ. Xსინდრომი ან ინსულინო-რეზისტენტობის სინდრომი) ხასიათდება შემდეგი დარღვევების არსებობით: მუცლის გარშემო ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბად განვითარებით, ჰორმონ ინსულინის ნორმალური მოქმედების დარღვევით (ინსულინ-რეზისტენტობა), სისხლში ცხიმების დარღვეული კონცენტრაციით და მაღალი არტერიული წნევით.
აბდომინური სიმსუქნე ზრდის მაღალი არტერიული წნევის არსებობის, კორონარული არტერიების დაავადების და დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს.
ექიმები საზღვრავენ წელის გარშემოწერილობას, სისხლის წნევას, გლუკოზას უზმოდ და ცხიმების (ლიპიდების) დონეს სისხლში.
კვებითი თავისებურებების შეცვლა, ვარჯიში, ცხოვრების წესის მოდიფიკაცია და გარკვეული სახის პრეპარატები შეიძლება დაეხმაროს პაციენტს წონაში კლებაში.
დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და დარღვეული ლიპიდური ცვლა საჭიროებს შესაბამის მკურნალობას.
განვითარებულ ქვეყნებში მეტაბოლური სინდრომი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. აშშ-ში 50 წელს გადაცილებული მოსახლეობის 40%-ს აქვს ეს სინდრომი. მეტაბოლური სინდრომი შეიძლება განუვითარდეს როგორც მოზარდებს, ასევე ბავშვებსაც, მაგრამ გავრცელების ზუსტი მონაცემები მაინც უცნობია. მეტაბოლური სინდრომი უფრო მეტად უვითარდებათ პირებს, რომელთაც აქვთ აბდომინური გაცხიმოვნება (ცხიმის დაგროვება მუცლის გარშემო. ვაშლის ფორმა), ვიდრე მათ, ვისაც ცხიმი უგროვდება თეძოების რეგიონში (მსხლის ფორმა).
მუცლისმიერი სიმსუქნე უფრო მეტად დამახასიათებელია:
აბდომინური სიმსუქნე ზრდის შემდეგი პათოლოგიების განვითარების რისკს:
მეტაბოლურ სინდრომს თავისთავად სიმპტომები არ გააჩნია.
წელის გარშემოწერილობა უნდა განისაზღვროს ყველა პაციენტთან, მათ შორის ნორმალური სხეულის მასის ინდექსის (სმი) მქონე პირებთან და პაციენტებთან, რომელთაც ვიზუალურად არ აქვთ გამოხატული ჭარბი წონა. აღნიშნულ შემთხვევებშიც შესაძლოა დაფიქსირდეს მუცლის გარშემოწერილობის მატება. რაც უფრო დიდია წელის გარშემოწერილობა, მით მეტია მეტაბოლური სინდრომის განვითარებისა და მასთან ასოცირებული გართულებების რისკი.
რისკი მნიშვნელოვნად მატულობს, როცა წელის გარშემოწერილობა აჭარბებს ქვემოთ ჩამოთვლილს:
თუკი წელის გარშემოწერილობა მაღალია, ექიმებმა დამატებით უნდა განსაზღვრონ სისხლის წნევა, გლუკოზა და ცხიმის შემცველობა სისხლში უზმოზე. ეს მაჩვენებლები, როგორც წესი, დარღვეულია.
მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზი დგინდება მაშინ, როცა წელის გარშემოწერილობა აჭარბებს 40 ინჩს (102 სანტიმეტრი) კაცებში და 35 ინჩს (88 სანტიმეტრი) ქალებში, რაც მიუთითებს მუცლის გარშემო ცხიმის ჭარბად დაგროვებას და/ან ამასთანავე პაციენტთან დადგენილია 2 ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:
საწყისი მკურნალობა მოიცავს კვების რეჟიმის ცვლილებებსა და ვარჯიშს. ამ სინდრომის არსებობისას დარღვეული ფუნქციები საჭიროებს ინდივიდუალურ მკურნალობას მედიკამენტების ჩათვლით. თუ პაციენტს აქვს მაღალი არტერიული წნევა ან დიაბეტი, ნაჩვენებია მედიკამენტური თერაპიის დაწყება. გამოიყენება წამლები, რომლებიც ზრდიან ორგანიზმის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. ასე მაგალითად: მეთფორმინი, ან თიაზოლიდინდიონები (მაგ: როსიგლიტაზონი ან პიოგლიტაზონი). არანაკლებ მნიშვნელოვანია ვარჯიში დიაბეტის მქონე პაციენტებში, რადგან ფიზიკური აქტივობა ზრდის გლუკოზის მოხმარებას ორგანიზმის მიერ, რასაც სისხლში მისი კონცენტრაციის დაქვეითება ახლავს.
აქტიური მკურნალობაა საჭირო სისხლის მაღალი წნევის და დარღვეული ლიპიდური შემცველობისას სისხლში. ინიშნება მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ სისხლის წნევას (ანტიჰიპერტენზიული) ან ლიპიდების დონეს. კორონარული არტერიების დაზიანების სხვა რისკ-ფაქტორების არესებობისას, აუცილებელია ექიმის აქტიური ჩარევა და კონტროლი. მაგ.: მწეველ პაციენტს აუცილებელია მიეცეს რეკომენდაცია და გაეწიოს აქტიური დახმარება თამბაქოსთვის თავის დანებების მიზნით.