ასაკის მატებასთან ერთად ძვლის ტვინსა და სისხლის უჯრედებში გარკვეული ცვლილებები ვითარდება, სახელდობრ, ცხიმის რაოდენობა ძვლის ტვინში იზრდება, რის გამოც მცირდება მის მიერ წარმოქმნილი უჯრედების რაოდენობა. ხსენებული ზოგადად გართულებებს არ იწვევს, მაგრამ პრობლემა მაშინ შეიძლება წარმოიშვას, როცა ორგანიზმს სისხლის მეტი უჯრედი სჭირდება: მოხუცებულის ძვლის ტვინს ნაკლებად შეუძლია გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. მოხსენიებულის ყველაზე ხშირი შედეგი ანემიაა.