სისხლის ბიოლოგია | მკურნალი.გე
  1. სისხლის ბიოლოგია
  2. სისხლის დაავადებები
სისხლის ბიოლოგია

სისხლი, ერთი მხრივ, თხევადი ნაწილის, ანუ პლაზმის, მეორე მხრივ, თეთრი უჯრედების, წითელი უჯრედებისა და თრომბოციტების რთული ნარევია. სხეულში მისი მოცულობა დაახლოებით 5 ლიტრია. გულიდან გადმოსროლილი სისხლის გავლას მიმოქცევის სისტემაში და უკან დაბრუნებას დაახლოებით 20-30 წამი სჭირდება.

სხეულში მოძრაობის დროს სისხლს სხვადასხვა, ორგანიზმისთვის აუცილებელი ფუნქციები აკისრია. ის ქსოვილებს ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს (ცხიმები, შაქარი, მინერალები და ვიტამინები) აწოდებს, გადააქვს ნახშირორჟანგი ფილტვებში, სხვა ნარჩენი ნივთიერებები კი – თირკმლებში, რათა ისინი ორგანიზმიდან გამოიყოს. სისხლს მიაქვს ჰორმონები (ქიმიური გადამცემები) სხეულის სხვადასხვა ნაწილში, რაც ამ უკანასკნელების ურთიერთკავშირს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სისხლი შეიცავს ინფექციის საწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელ კომპონენტებსაც.