ლიმფოციტური ლეიკოციტოზი | მკურნალი.გე
  1. ლიმფოციტური ლეიკოციტოზი
  2. სისხლის თეთრი უჯრედების დაავადებები
  3. სისხლის დაავადებები
ლიმფოციტური ლეიკოციტოზი

ლიმფოციტური ლეიკოციტოზი არის სისხლში ლიმფოციტების რაოდენობის პათოლოგიური მომატება.

ლიმფოციტების რაოდენობა შესაძლოა ინფექციის, განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის საპასუხოდ გაიზარდოს. გარდა ამისა, ლიმფოციტოზი შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა ბაქტერიულმა ინფექციამ, მაგალითად, ტუბერკულოზმა, ავთვისებიანმა სიმსივნემ, ლიმფომიამ, მწვავე ან ქრონიკულმა ლიმფოციტურმა ლეიკემიამ ნაწილობრივ უმწიფარი ლიმფოციტების (ლიმფობლასტების) ან ლიმფომის უჯრედების სისხლში გადმოსვლის ხარჯზე. გრეივსისა და კრონის დაავადებებიც იწვევს ლიმფოციტების რაოდენობის ზრდას.

ამ უჯრედების რაოდენობის მომატება თავისთავად სიმპტომებს არ იწვევს; პაციენტს აღენიშნება ლიმფოციტოზის გამომწვევი მიზეზით, მაგალითად, ინფექციით ან სხვა დაავადებით შეპირობებული სიმპტომები. თუ ინფექციაა საეჭვო, ინიშნება სისხლის ანალიზები. ლიმფოციტოზის აღმოჩენისას სისხლის ნიმუში მიკროსკოპით შეისწავლება, რათა დადგინდეს, უჯრედები გააქტიურებულია (როგორც ვირუსული ინფექციის საპასუხოდ ხდება) თუ უმწიფარია ან პათოლოგიური (ლეიკემიის ზოგიერთი სახის ან ლიმფომის დროს).

ლიმფოციტური ლეიკოციტოზის მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული.