კლდოვანი მთების ლაქოვანი დაავადება (ლაქოვანი დაავადება, ტკიპის ცხელება, ტკიპის ტიფი) წარმოადგენს რიკეტსიულ ინფექციას, რომელიც გადაეცემა ძაღლის ტკიპებითა და ტყის ტკიპებით. ის იწვევს გამონაყარის გაჩენას, თავის ტკივილსა და მაღალ ცხელებას.
კლდოვანი მთების ლაქოვანი დაავადება (RMSF) გამოწვეულია ბაქტერია Rickettsia rickettsii-ით და სავარაუდოდ, არის ყველაზე მეტად გავრცელებული რიკეტსიული ინფექცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის პირველად აღმოაჩინეს კლდოვანი მთების შტატებში, მაგრამ გვხვდება ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტური ტერიტორიის უმეტეს ნაწილში. დაავადება ყველაზე ხშირია დასავლეთის შუა და ატლანტიკის სანაპიროს სამხრეთ ნაწილებში. ის აგრეთვე გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ინფექცია ძირითადად გამოვლინდება მარტიდან სექტემბრამდე, როდესაც მოზრდილი ტკიპები არიან აქტიურები და ადამიანები იმყოფებიან ტკიპებით დასახლებულ ადგილებში. სამხრეთის შტატებში ინფექცია შეიძლება განვითარდეს მთელი წლის განმავლობაში. ადამიანებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ტკიპებით დასახლებულ ადგილებში, ასეთები კი არიან 15 წლამდე ასაკის ბავშვები – აქვთ დაავადების განვითარების მომატებული რისკი.
ტკიპები იძენენ რიკეტსიებს, როდესაც ისინი იკვებებიან დაინფიცირებული ძუძუმწოვრების სისხლით. მდედრობითი სქესის დაინფიცირებულმა ტკიპამ შესაძლოა გადასცეს რიკეტსიები თავის შთამომავლობასაც. ინფექცია ვრცელდება ადამიანებზე ტყის ან ძაღლის ტკიპების ნაკბენების მეშვეობით. სავრაუდოდ, რიკეტსიული ინფექცია არ ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე.
რიკეტსიები ცხოვრობენ და მრავლდებიან სისხლძარღვების ამომფენ უჯრედებში. სისხლძარღვები კანში და მის ქვეშ, თავის ტვინში, ფილტვებში, გულში, თირკმლებში, ღვიძლსა და ელენთაში ხშირად ინფიცირდება. მცირე ზომის დაინფიცირებული სისხლძარღვები შეიძლება დაიხშოს სისხლის შენადედები მასით.
ჩვეულებრივ, სიმპტომებს მიეკუთვნება თავის ძლიერი ტკივილი, შემცივნება, ძლიერი გადაღლა (პროსტრაცია) და კუნთთა ტკივილი. სიმპტომები ვითარდება მოულოდნელად, ტკიპის კბენიდან 3-12 დღის შემდეგ. რაც უფრო სწრაფად იწყება სიმპტომების განვითარება, მით უფრო მწვავეა ინფექცია. რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარდება მაღალი ცხელება და მწვავე ინფექციების შემთხვევაში ის გრძელდება 1-3 კვირა. შესაძლებელია, აგრეთვე განვითარდეს შეტევითი ხასიათის მშრალი ხველა. ხშირია გულისრევა და ღებინება.
ცხელების დაახლოებით მეოთხე დღეს, მაჯებსა და კოჭებზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც სწრაფად ვრცელდება ხელისა და ფეხისგულებზე, წინამხარზე, კისერზე, სახეზე, იღლიებში, დუნდულოებსა და სხეულზე. თავდაპირველად, გამონაყარი არის ბრტყელი და ვარდისფერი, მაგრამ მოგვიანებით მუქდება და ოდნავ წამოიწევა კანის ზედაპირიდან.გამონაყარი ქავილს არ იწვევს. თბილი წყლის ზემოქმედება – მაგ. აბაზანის მიღების დროს, გამონაყარს უფრო გამოკვეთილს ხდის. დაახლოებით 4 დღეში, კანში სისხლდენის გამო ვითარდება მცირე ზომის მოიასამნისფრო ადგილები (პეტექიები). მათი შეერთების ადგილას შესაძლოა ჩამოყალიბდეს წყლული.
როდესაც ეს ინფექცია პროგრესირებს, მან შესაძლოა გამოიწვიოს სხვა სიმპტომები:
ამ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, ამიტომ ტკიპების ნაკბენების თავიდან აცილება წარმოადგენს პრევენციის საუკეთესო გზას.
შემდეგი ზომების მიღება შესაძლებელია დაგვეხმაროს დაავადების თავიდან აცილებაში:
ექიმები დაუყოვნებლივ გამოწერენ ანტიბიოტიკებს, თუ ისინი ეჭვობენ ინფექციის სიმპტომებს და ამავე დროს არსებობს დაინფიცირებულ ტკიპებთან კონტაქტის შესაძლებლობა. მკურნალობა ინიშნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლაბორატორიული კვლევის შედეგები ჯერ ხელმისაწვდომი არაა. ანტიბიოტიკებით ადრეულმა მკურნალობამ შეამცირა სიკვდილიანობა 20-დან 5%-მდე.
ეფექტურია დოქსიციკლინი (უპირატესობა ენიჭება მას), ქლორამფენიკოლი და ტეტრაციკლინი. თუ ინფექცია მსუბუქია, ანტიბიოტიკებს სვამენ, თუ ის უფრო მწვავეა – ანტიბიოტიკები კეთდება ინტრავენურად. თუმცა, ექიმები ჩვეულებრივ არ გამოუწერენ ანტიბიოტიკებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ტკიპის ნაკბენი, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები. ამის ნაცვლად, ექიმის სთხოვს მათ, დაუყოვნებლივ შეატყობინონ სიმპტომების გაჩენის შესახებ.