ალტერნატიული მედიცინა | მკურნალი.გე
  1. ალტერნატიული მედიცინა
  2. ავთვისებიანი სიმსივნის პრევენცია და მკურნალობა
  3. ავთვისებიანი სიმსივნეები
ალტერნატიული მედიცინა

ავთვისებიანი სიმსივნის მქონე ზოგი ადამიანი სტანდარტული მკურნალობის ნაცვლად ალტერნატიულ მედიცინას მიმართავს, მათ შორის სამკურნალო მცენარეების გამოყენებასაც. მედიცინის ამ მიმართულების სხვადასხვა ფორმის უმრავლესობა სამეცნიერო კვლევებით არ არის შესწავლილი. შესაბამისად, ცოტა რამ არის ცნობილი მათ ეფექტიანობის შესახებ ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობისას.

ზემოთქმულთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ ალტერნატიულ მედიცინაში გამოყენებულ სამკურნალო საშულებებს საკმარისად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, ვინაიდან:

  • ისინი შესაძლოა ტოქსიკური აღმოჩნდეს;

  • შესაძლებელია მათი ურთიერთქმედება სტანდარტულ მედიკამენტებთან, მაგალითად, ქიმიოთერაპიულ წამლებთან და ამ უკანასკნელების ეფექტურობის შემცირება;

  • მათი სიძვირის გამო პაციენტმა შეიძლება ვეღარ მოახერხოს სტანდარტული მკურნალობისთვის საჭირო ხარჯების გაღება;

  • დასაბუთებული ეფექტურობის მქონე მედიკამენტების ნაცვლად ალტერნატიული საშუალებების გამოყენებისას პაციენტი მოკლებულია სარგებლობის მიღების შესაძლებლობას.

პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს, თუ ის ალტერნატიული მედიცინის მეთოდებით მკურნალობს. ამ ინფორმაციის დამალვა შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს.