პარაზიტული ინფექციები (ინფექციები) | მკურნალი.გე
  1. პარაზიტული ინფექციები (ინფექციები)
  2. ინფექციები
პარაზიტული ინფექციები
  • პარაზიტული ინფექციები უფრო ხშირია სო ფლის ან განვითარებად რეგიონებში, ვიდრე განვითარებულრეგიონებში;
  • განვითარებულ რეგიონებში ეს ინფექციები შესაძლოა განვითარდნენ იმიგრანტებში ან ადამიანებშიდასუსტებული იმუნური სისტემით;
  • პარაზიტები ჩვეულებრივ აღწევენ სხეულში პირის ღრუს ან კანის მეშვეობით;
  • ექიმები ინფექციის დიაგნოზის დასასმელად იყენებენ სისხლის, განავლის, შარდის, ნახველისა და სხვა დაინფიცირებული ქსოვილის ნიმუშებს და იკვლევენ მათ ან აგზავნიან ლაბორატორიაში გამოკვლევის მიზნით;
  • მოგზაურებმა იმ ადგილებში, სადაც საკვები, სასმელი და წყალი შესაძლოა იყოს დაბინძურებული, უნდა მოხარშონ ის, აადუღონ, გათალონ ან უარი თქვან მათზე.

პარაზიტი არის ორგანიზმი, რომელიც ცხოვრობს სხვა ორგანიზმზე ან ორგანიზმში (მასპინძელი) და აზიანებსმასპინძელს.

პარაზიტული ინფექციები ხშირია აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის სოფლის ან განვითარებად რეგიონებში და იშვიათია განვითა რებულ რეგიონებში. ადამიანმა, რომელიც სტუ მ რობს ასეთ რეგიონს, შესაძლოა გაუცნობი ერებლად შეიძინოს პარაზიტული ინფექცია და ექიმმა ადვილად ვერ დასვას ინფექციის დიაგნოზი, როდესაც ადამიანი ბრუნდება სახლში. განვითარებულ რეგიონებში, პარაზიტული ინფექციებით შეიძლება დაავადდნენ იმიგრანტები და ადამიანები დასუსტებული იმუნური სისტემით (როგორებიც არიან შიდსით დაავადებულნი ან ადამიანები, რომლებიც იღებენ იმუნური სისტემის დამთრგუნველ წამლებს). ინფექციები შესაძლოა განვითარდნენ ისეთ ადგილებში, სადაც სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებს არ იცავენ (მაგ. ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დღის მოვლის ცენტრებში).

პარაზიტები ჩვეულებრივ აღწევენ სხეულში პირის ღრუს ან კანის მეშვეობით. პირის ღრუს მეშვეობით შეღწეული პარაზიტები იყლაპება და ისინი შეიძლება დარჩნენ ნაწლავებში ან დაარღვიონ ნაწლავის კედლის მთლიანობა და შეიჭრან სხვა ორგანოებში. კანის გზით შეღწეული პარაზიტები არღვევენ კანის მთლიანობას ან აღწევენ ორგანიზმში დაინფიცირებული მწერების ნაკბენებით. ამ მწერებს ეწოდებათ ვექტორები, რადგანაც მათ გადააქვთ დაავადების გამომწვევი ორგანიზმები ან ისინი გადასცემენ მათ. ზოგიერთი პარაზიტი ორგანიზმში აღწევს ფეხისგულების მეშვეობით, როდესაც ადამიანი დადის ფეხშიშველი ან კანის მეშვეობით, როდესაც ადამიანი ცურავს ან ბანაობს პარაზიტების შემცველ წყალში. იშვიათად, პარაზიტები გადაეცემა სისხლის გადასხმის, დაინფიცირებული ადამიანის მიერ გამოყენებული ნემსებით ინექციის გაკეთების დროს ან ორსული ქალიდან ნაყოფზე.

ადამიანის დამაინფიცირებელ პარაზიტებს მიეკუთვნებიან აგრეთვე უმარტივესებიც (როგორიცაა მაგ. ამება), რომლებიც შედგებიან მხოლოდ ერთი უჯრედისგან და ჭიები (ჰელმინთები, როგორებიცაა მაგ. მრგვალი და ლენტისებრი ჭიები), რომლებიც უფრო დიდი ზომისაა, შედგებიან ბევრი უჯრედისგან და აქვთ შინაგანი ორგანოები. უმარტივესებს, რომლებიც მრავლდებიან უჯრედის გაყოფით, შეუძლიათ ადამიანში გამრავლება. ჰელმინთები, მათგან განსხვავებით, დებენ კვერცხებს ან ლარვებს, რომლებიც ვითარდებიან გარემოში, სანამ ისინი შეიძენენ ადამიანების დაინფიცირების უნარს. გარემოში განვითარება შესაძლოა საჭიროებდეს სხვა ცხოველსაც (შუალედური მასპინძელი). ზოგიერთ უმარტივესს (მაგ. ისინი, რომლებიც იწვევენ მალარიას) და ზოგიერთ ჰელმინთს (მაგ. ისინი, რომლებიც იწვევენ მდინარის სიბრმავეს) აქვს რთული სასიცოცხლო ციკლი და ისინი გადაეცემა მწერი ვექტორების მეშვეობით.

დიაგნოზი

ექიმებს ეჭვი მიაქვთ პარაზიტულ ინფექციებზე იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ტიპური სიმპტომები და ცხოვრობენ ან უმოგზაურიათ იმ რეგიონში, სადაც სანიტარული ნორმები ცუდად არის დაცული, ან სადაც ცნობილია, რომ ეს ინფექციები ხშირია. შესაძლოა საჭირო გახდეს ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, მათ შორის სპეციალური გამოკვლევები პარაზიტების მიერ გამოყოფილი ცილების აღმოჩენის მიზნით. შესაძლოა აღებულ იქნეს სისხლის, განავლის, შარდისა და ნახველის ნიმუშები. ექიმი იღებს აგრეთვე იმ ქსოვილის ნიმუშს, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პარაზიტს. მაგ. ტარდება ბიოფსია ფილტვის ან ნაწლავის ქსოვილის მოპოვების მიზნით. ამოკვეთენ კანის ნიმუშსაც. შესაძლებელია საჭირო გახდეს რამდენიმე ნიმუშის აღება და განმეორებითი გამოკვლევების ჩატარება პარაზიტის აღმოჩენის მიზნით.

თუ პარაზიტები ცხოვრობენ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, შესაძლებელია მათი კვერცხებისა ან ცისტების (პარაზიტის ფარული ფორმა) აღმოჩენა ადამიანის განავალში, როდესაც მის ნიმუშს გამოიკვლევენ მიკროსკოპის ქვეშ. პარაზიტების აღმოსაჩენად განავლის ნიმუშს აგრეთვე იკვლევენ პარაზიტების მიერ გამოყოფილ ცილებზე ან სხვა მასალებზე. განავლის ნიმუშის შეგროვებამდე არ შეიძლება ანტიბიოტიკების, საფაღარათო საშუალებებისა და ანტაციდების მიღება. ამ წამლებმა შესაძლოა იმდენად შეამცირონ პარაზიტების რაოდენობა, რომ განავლის გამოკვლევისას მათი დანახვა გართულდეს ან შეუძლებელიც კი გახდეს.

პრევენცია

მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც საკვები, სასმელი და წყალი შესაძლოა დაბინძურებული იყოს პარაზიტებით, მოგზაურებს ეძლევათ კეთილგონიერი რჩევა, რომ თავი აარიდონ ონკანის წყლის დალევას და `მოხარშონ, აადუღონ, გათალონ ან უარი თქვან მათზე“. იმის გამო, რომ ზოგიერთი პარაზიტი გადაურჩება გაყინვას, ყინულის ნატეხებმა შესაძლოა გადასცენ დაავადება, თუ ნატეხები არაა დამზადებული სუფთა წყლით. გარკვეულ ადგილებში საჭირო უსაფრთხოების ზომებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებში.