ამებიაზი | მკურნალი.გე
  1. ამებიაზი
  2. პარაზიტული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ამებიაზი

ამებიაზი წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის, ზოგჯერ კი ღვიძლისა და სხვა ორგანოების ინფექციას, რომელიც გამოწვეულია ერთუჯრედიანი უმარტივესი პარაზიტით –Entamoeba histolytica-თი (ამება).

  • ამებები შესაძლოა გავრცელდნენ ადამიანიდან ადამიანზე ან წყლისა და საკვების მეშვეობით;

  • ზოგიერთ ადამიანს შესაძლებელია არ ჰქონდეს სიმპტომები ან ჰქონდეს ფაღარათი, მუცლის სპაზმური ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილის სირბილე და ცხელება;

  • ადამიანები აფუძნებენ დიაგნოზს განავლის ნიმუშის გამოკვლევასა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა გამოკვლევებზეც, როგორებიცაა მაგ. კოლონოსკოპია ან ულტრაბგერითი გამოკვლევა;

  • ადამიანებს ეძლევათ წამალი, რომელიც კლავს

ამებებს, ხოლო ამას მოჰყვება წამალი, რომელიც კლავს ამებების ფარულ ფორმებს.

ამებიაზი შედარებით ხშირია აფრიკის, ინდოეთის სუბკონტინენტის და ლათინური ამერიკის რეგიონებში, სადაც სანიტარიული ნორმები ცუდად არის დაცული. ამერიკის შეერთებულ შტატებში ის უფრო ვითარდება ემიგრანტებში და შედარებით იშვიათად, ადამიანებში, რომლებიც მოგზაურობდნენ განვითარებად ქვეყნებში.

ენტამება ჰისტოლიტიკა წარმოდგენილია ორი ფორმით: როგორც აქტიური პარაზიტი (ტროფოზოიტი) და როგორც ფარული პარაზიტი (ცისტა). ინფექცია ვითარდება ცისტების გადაყლაპვის დროს. ცისტები სკდება და გამოყოფს ტროფოზოიტებს, რომლებიც მრავლდებიან და იწვევენ წყლულების გაჩენას ნაწლავების ამომფენ ლორწოვანში. ზოგჯერ ისინი ვრცელდებიან ღვიძლსა და სხეულის სხვა ნაწილებში. ზოგიერთი ტროფოზოიტი გადაიქცევა ცისტად, რომელიც შემდეგ გამოიყოფა განავლით სხვა ტროფოზოიდებთან ერთად. სხეულის გარეთ არამყარი ტროფოზოიტები იღუპებიან, ხოლო გამძლე ცისტები გადარჩებიან.

ცისტები შესაძლებელია გავრცელდნენ პირდაპირი გზით – ადამიანიდან ადამიანზე ან არაპირდაპირი გზით – წყლისა და საკვების მეშვეობით.

ადგილებში, სადაც სანიტარიული ნორმები არ არის დაცული, ადამიანი ამებიაზით ინფიცირდება განავლით დაბინძურებული საკვების ან სასმელის მიღებით. ხილი და ბოსტნეული შეიძლება დაბინძურდეს ადამიანის განავლით გამდიდრებულ ნიადაგზე გაზრდისას, დაბინძურებული წყლით გარეცხვისას ან დაინფიცირებული ადამიანის მიერ მომზადებისას. ამებიაზი შესაძლებელია გაჩნდეს და გავრცელდეს იმ ადგილებშიც, სადაც სანიტარული ნორმები დაცულია, თუ ადამიანებს აქვთ შეუკავებლობა ან ჰიგიენის წესებს არ იცავენ (მაგ. დღის მოვლის ცენტრებში ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებში). ამებიაზი აგრეთვე შეიძლება გავრცელდეს გარკვეული სახის სქესობრივი კონტაქტის დროსაც, როგორიცაა მაგ. ორალურ-ანალური სქესობრივი აქტი.

სიმპტომები

ბევრ დაინფიცირებულ ადამიანს საერთოდ არ აქვს სიმპტომები ან ისინი გამოხატულია მცირე რაოდენობით. სიმპტომებს მიეკუთვნება გაზები (მეტეორიზმი), მუცლის სპაზმური ტკივილი, გარდამავალი ფაღარათი, ყაბზობა ან ორივე. მძიმე შემთხვევებში მუცელი შეხებისას რბილია და განავალი შეიცავს ლორწოსა და სისხლს. ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ცხელებაც. ფაღარათმა შეიძლება მიგვიყვანოს გაუწყლოებამდე. ადამიანებში ქრონიკული ინფექციით შესაძლოა განვითარდეს სხეულის განლევა (გამოფიტვა, კახექსია) და ანემია. ზოგჯერ ფორმირდება დიდი წარმონაქმნი (ამებომა), რომელიც ახშობს ნაწლავს. ზოგჯერ, ტროფოზოიტები იწვევენ ნაწლავის კედლის გახვრეტას (პერფორაცია), მას მოსდევს მუცლის ძლიერი ტკივილი და მუცლის ღრუს ინფექცია (პერიტონიტი), რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.

ზოგიერთ ადამიანში, ამებები ვრცელდება ღვიძლში, სადაც მათ შეიძლება ჩამოაყალიბონ აბსცესი. სიმპტომებს მიეკუთვნება ცხელება, ოფლიანობა, შემცივნება სისუსტე, გულისრევა, ღებინება, წონაში კლება და ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის მარჯვენა, ზედა ნაწილში, ღვიძლის ზევით. იშვიათად, ამებები ვრცელდებიან სხვა ორგანოებზე, როგორიცაა მაგ. ფილტვები ან ტვინი). შესაძლოა დაინფიცირდეს კანიც, განსაკუთრებით დუნდულოების, გენიტალიების და ქირურგიული ჩარევებისა ან ტრავმების შედეგად განვითარებული ჭრილობების გარშემო.

დიაგნოზი

ამებიაზის დიაგნოზის დასასმელად ექიმი აგროვებს განავლის ნიმუშებს გამოკვლევის მიზნით. საუკეთესო მიდგომაა განავლის გამოკვლევა ამების მიერ გამოყოფილ ცილებზე (კვლევა ანტიგენების არსებობაზე). მიკროსკოპული კვლევა ხშირად არასარწმუნოა. ამებების პოვნისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს განავლის 3-6 ნიმუში და იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მათი დანახვა შესაძლებელია, ძნელია მათი განსხვავება სხვა ამებებისგან, როგორიცაა მაგ. ენტამება დისპარი, რომელიც ჰგავს ენტამება ჰისტოლიტიკას, მაგრამ ისინი განსხვავდებიან გენეტიკურად და არ იწვევენ დაავადებას. დრეკადი დამათვალიერებელი მილი (კოლონოსკოპი) შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მსხვილი ნაწლავის დათვალიერებისა და ქსოვილის ნიმუშის მოპოვების მიზნით, თუ მსხვილ ნაწლავში აღმოაჩენენ წყლულებს ან ინფექციის სხვა ნიშნებს.

როდესაც ამებები ვრცელდება ნაწლავის გარეთ მდებარე ადგილებში (როგორიცაა მაგ. ღვიძლი), ისინი შეიძლება აღარ არსებობდნენ განავალში. ღვიძლში აბსცესის არსებობის დაზუსტების მიზნით იყენებენ ულტრასონოგრაფიას, კომპიუტერული ტომოგრაფიას (CT) ან მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას (MRT), მაგრამ ეს გამოკვლევები არ მიგვითითებენ მიზეზზე. ამის შემდეგ, ატარებენ სისხლის გამოკვლევებს ამების საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენის მიზნით. ან, თუ ექიმები ეჭვობენ, რომ ღვიძლის აბსცესი გამოწვეულია ამებებით, ისინი უბრალოდ იწყებენ მკურნალობას იმ წამლით, რომელიც კლავს ამებებს (ამებაციდი). თუ ადამიანი გამოკეთდება, დიაგნოზი სავარაუდოდ ამებიაზია.

მკურნალობა

თუ ეჭვი მიაქვთ ამებიაზზე და ადამიანს აქვს სიმპტომები, გამოიყენებენ ამებაციდს – ან მეტრონიდაზოლს ან ტინიდაზოლს. ადამიანებს ტინიდაზოლი ეძლევათ ერთჯერადი დოზით, მას მეტრონიდაზოლზე ნაკლები გვერდითი ეფექტი აქვს. მეტრონიდაზოლი საჭიროებს რამდენიმე დოზას. მეტრონიდაზოლის ან ტინიდაზოლის რამდენიმე დღის განმავლობაში მიღების დროს ალკოჰოლის დალევამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, წამოხურება და თავის ტკივილი.

არც მეტრონიდაზოლი და არც ტინიდაზოლი ყოველთვის არ კლავენ მსხვილ ნაწლავში არსებულ ცისტებს. ამ ცისტების დასახოცად და შესაბამისად რეციდივის თავიდან ასაცილებლად გამოიყენებენ მეორე წამალს, როგორიცაა პარომომიცინი, იოდოქვინოლი ან დილოქსანიდი. ამ წამლებიდან მხოლოდ ერთ-ერთის გამოყენებაა შესაძლებელი იმ ადამიანების სამკურნალოდ, რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები, მაგრამ აქვთ ამებები განავალში.

გაუწყლოებულ ადამიანებს ეძლევათ სითხეები.