ბეჭდისებური გრანულომა | მკურნალი.გე
  1. ბეჭდისებური გრანულომა
  2. ქავილი და არაინფექციური გამონაყარი
  3. კანის დაავადებები
ბეჭდისებური გრანულომა

ბეჭდისებური გრანულომა არის ქრონიკული, უცნობი მიზეზით განვითარებული კანის უწყინარი დაავადება, რომელსაც ახასიათებს პატარა, მყარი, ბეჭდის ფორმის, კანის ზედაპირიდან წამოწეული, ზოგჯერ ცენტრალურ ნაწილში უმნიშვნელოდ ჩაწეული ელემენტები.

კვანძები შეიძლება იყოს წითელი, იისფერი ან კანისფერი, ერთეული ან მრავლობითი, როგორც წესი, არ ახლავს ტკივილი და ქავილი, ხშირად ლოკალიზებულია ტერფებზე, ფეხებზე, ხელებზე, თითებზე. გვხვდება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.

ხშირად ბეჭდისებური გრანულომა ყოველგვარი მკურნალობის გარეშე თავისთავად ქრება. კორტიკოსტეროიდების შემცველმა საშუალებებმა (კრემები, ინექციები) შესაძლოა დააჩქაროს გამონაყარის ალაგება. კანის მნიშვნელოვანი ნაწილის დაზიანების დროს ეფექტურია ფოტოთერაპია (უი სხივების ზემოქმედება) ფსორალენსთან (მედიკამენტი, რომელიც ზრდის კანის მგრძნობელობას უი სხივების მიმართ) კომბინაციაში. აღნიშნულ მეთოდს ეწოდება PUVA თერაპია (პსორალენსი + უი A).