ზოგიერთში ოფლი ძალიან მცირე რაოდენობით წარმოიქმნება (მდგომარეობას ეწოდება ჰიპოჰიდროზი). იგი, როგორც წესი, შემოიფარგლება სხეულის გარკვეული ნაწილით, გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს კანის დაზიანება (როგორიც არის ტრავმა, რადიაცია, ინფექცია [კეთრი], ანთება), შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (როგორიც არის სისტემური სკლეროზი, სისტემური წითელი მგლურა ან შეგრენის სინდრომი), მედიკამენტების გამოყენება (უპირატესად მათი, რომლებსაც აქვთ ანტიქოლინერგული ეფექტი, დიაბეტური ნეიროპათია. ზოგჯერ სითბური დარტყმის მძიმე ფორმის დროს ოფლის გამოყოფა წყდება.
დიაგნოზისთვის საჭიროა პაციენტის მდგომარეობის შეფასება. დიდ ფართობზე დაქვეითებული ოფლის წარმოქმნა შესაძლოა სხეულის გადახურებით იყოს განპირობებული, რა დროსაც მკურნალობის საუკეთესო გზა გაგრილებაა (კონდიცირება და სველი ტანსაცმელი).