ოფლის წარმოქმნის დარღვევები | მკურნალი.გე
  1. ოფლის წარმოქმნის დარღვევები
  2. კანის დაავადებები
ოფლის წარმოქმნის დარღვევები

ოფლი წარმოიქმნება დერმაში მოთავსებულ საოფლე ჯირკვლებში და საოფლე სადინრის გავლით კანის ზედაპირზე გამოიყოფა. ოფლის გამოყოფა სხეულს გაგრილებაში ეხმარება, მაღალი ტემპერატურის დროს მისი რაოდენობა იზრდება. ნერვიულობა, სტრესი და ვარჯიში ასევე იწვევს ოფლის ჭარბად წარმოქმნას.

ოფლი უპირატესად წყლისგან შედგება, შეიცავს მარილებსაც (ძირითადად ნატრიუმის ქლორიდს) და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს. ჭარბი ოფლიანობის დროს დაკარგული მარილებისა და წყლის შევსება უნდა მოხდეს.