ალბინიზმი არის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს მელანინის მცირე რაოდენობით წარმოქმნა ან მისი სრული დეფიციტი.
დაავადება გვხვდება ყველა რასის წარმომადგენელთა შორის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ალბინიზმი მარტივად ამოსაცნობი დაავადებაა. ალბინოსებს აქვთ თეთრი თმა, ფერმკრთალი კანი და ვარდისფერი ან ღია ლურჯი თვალები. ალბინიზმის გამომწვევი გენეტიკური დარღვევის შედეგად ასევე ხშირად ვითარდება მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები და თვალის უნებლიე მოძრაობები (ნისტაგმი).
რადგან მელანინს აქვს მზის მავნე გამოსხივებისგან დაცვის უნარი, მისი ნაკლებობის ან დეფიციტის გამო ალბინიზმით დაავადებულებს აქვთ დამწვრობისა და კანის კიბოს განვითარების მაღალი ალბათობა. მზეზე თუნდაც რამდენიმე წუთით დაყოვნებამაც კი შესაძლოა კანის სერიოზული დამწვრობა გამოიწვიოს.
ალბინიზმი არ იკურნება. აღნიშნული დაავადების დროს გართულებების თავიდან აცილება პაციენტებს შემდეგი ზომების მიღებით შეუძლიათ:
ტანსაცმელი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სრულად ფარავს სხეულს, განსხვავებულ დამცავ უნარს ავლენს.