კანის მიგრირებადი ლარვა | მკურნალი.გე
  1. კანის მიგრირებადი ლარვა
  2. კანის პარაზიტული ინფექციები
  3. კანის დაავადებები
კანის მიგრირებადი ლარვა

კანის მიგრირებადი ლარვა არის კანის პარაზიტული ინფექცია, ინფიცირება ხდება დაბინძურებული, ნესტიანი ნიადაგიდან.

გამომწვევი, როგორც წესი, ბინადრობს ძაღლისა და კატის ორგანიზმში. მისი კვერცხები ნიადაგში ცხოველების ფეკალური მასებიდან ხვდება. დაბინძურებულ ნიადაგთან კონტაქტის დროს (მაგალითად, ფეხშიშველი სიარული ანდა მზის აბაზანის მიღება) პარაზიტი აღწევს კანში. ჩვეულებრივ, ინფიცირების პირველადი უბნები არის ტერფები, ფეხები, დუნდულოები ან ზურგი – საიდანაც გამომწვევი სხვადასხვა მიმართულებით მიგრირებს. გადაადგილებისას ტოვებს დაკლაკნილ, კანიდან წამოწეულ, წითელ კვალს. თან ახლავს ძლიერი ქავილი.

მკურნალობა ტარდება დაზიანებულ უბანზე თიაბენდაზოლის ხსნარის აპლიკაციით. ასევე ეფექტურია პერორალურად ალბენდაზოლის ან ივერმექტინის გამოყენება.