კონტაგიოზური მოლუსკი | მკურნალი.გე
  1. კონტაგიოზური მოლუსკი
  2. კანის ვირუსული ინფექციები
  3. კანის დაავადებები
კონტაგიოზური მოლუსკი

კონტაგიოზური მოლუსკი არის კანის პოქსივირუსებით გამოწვეული ინფექცია, რომელსაც ახასიათებს კანისფერი ან თეთრი, გლუვი, ცვილისებრი პაპულების ფორმირება.

პაპულების დიამეტრი, როგორც წესი, ინჩის 1/4-ზე (დახლოებით 0,5 სმ) ნაკლებია. ცენტრში აქვთ პატარა ნაჭდევი. კონტაგიოზური მოლუსკი გადამდები დაავადებაა, ვრცელდება კანთან უშუალო კონტაქტის გზით. უპირატესად გვხვდება ბავშვებში. გენიტალური დაზიანება ხშირია მოზრდილებში, მისი გადაცემა სქესობრივი კონტაქტით ხდება.

დაავადებამ შესაძლოა მოიცვას კანის ნებისმიერი უბანი. გამონაყარს, როგორც წესი, არ ახლავს ტკივილი ან ქავილი. ზოგჯერ მისი აღმოჩენა ხდება შემთხვევით, ფიზიკალური გამოკვლევის დროს. გარკვეულ პაციენტებში ყალიბდება ანთებადი პაპულები თანმხლები ქავილით, რაც გამოჯანმრთელების წინა პერიოდზე მიუთითებს.

გამონაყარის უმეტესობა 1-2 წელში თავისთავად ქრება, თუმცა, ზოგჯერ პროცესი 2-3 წელი ჭიანურდება. მკურნალობა საჭიროა მხოლოდ დაავადების გენერალიზებული ფორმის დროს და პაციენტებში – თანმხლები ჯანმრთელობის პრობლემით. წანაზარდების მოცილება შეიძლება მოყინვით ან სპეციალური ნემსით, ან ელემენტის შიგთავსის გამოდევნას (კიურეტაჟი) ბასრი ინსტრუმენტით აწარმოებენ. ზოგჯერ ადგილობრივად გამოიყენება ტრიქლორაცეტატის მჟავა ან კანთარიდინი. ექიმების ნაწილის მიერ ინიშნება რეტინოლის ან იმიქიმოდის კრემი კვირების თუ თვეების განმავლობაში.