დერმატოფიბრომა | მკურნალი.გე
  1. დერმატოფიბრომა
  2. კანის კეთილთვისებიანი წანაზარდები
  3. კანის დაავადებები
დერმატოფიბრომა

დერმატოფიბრომას ახასიათებს პატარა, მოწითალო-მოყავისფრო კვანძების ფორმირება, რაც კოლაგენის დაგროვების შედეგია. ცილა კოლაგენი კანქვეშა ქსოვილში არსებულ უჯრედებში (ფიბრობლასტებში) გამომუშავდება.

დერმატოფიბრომა გავრცელებული დაავადებაა. როგორც წესი, ვლინდება ერთეული მყარი კვანძებით, ხშირად ლოკალიზებულია ქვემო კიდურებზე, უპირატესად გვხვდება ქალებში. ზოგიერთს მრავლობითი ელემენტი უვითარდება. გამომწვევი მიზეზი უცნობია. დერმატოფიბრომა უვნებელია და, ჩვეულებისამებრ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, იშვიათად ახლავს ტკივილი ან ქავილი. თუ იგი პაციენტს არ აწუხებს, მკურნალობა აუცილებელი არ არის. კვანძის მოცილება სკალპელის მეშვეობით ხდება.