კანის კეთილთვისებიანი წანაზარდები | მკურნალი.გე
  1. კანის კეთილთვისებიანი წანაზარდები
  2. კანის დაავადებები
კანის კეთილთვისებიანი წანაზარდები

კანისა და ირგვლივ მდებარე ქსოვილების უჯრედები შესაძლოა დაგროვდეს და წანაზარდების ფორმირება გამოიწვიოს. მათი ნაწილი კანიდან წამოწეულია, ნაწილი – შედარებით ბრტყელი, შეფერილობა მერყეობს მუქი ყავისფერიდან ან შავიდან ხორცისფერ წითლამდე. გარკვეულ შემთხვევებში თანდაყოლილია, ზოგიერთს მოგვიანებით უვითარდება.

კანის კეთილთვისებიანი წანაზარდიდან უჯრედები არ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებში. მისგან განსხვავებით, ავთვისებიანი ზრდა არაკონტროლირებადია, აზიანებს ნორმალურ ქსოვილებს და ახასიათებს სხეულში მეტასტაზირება (გავრცელება). კანზე არსებული კეთილთვისებიანი წანაზარდები უპირატესად პრობლემას კოსმეტიკური თვალსაზრისით წარმოადგენენ.

გამომწვევი მიზეზი ხშირად უცნობია. მათი ნაწილი განპირობებულია ვირუსებით (მაგ: მეჭეჭები), სისტემური დაავადებებით (მაგ: ქსანთელაზმა ან ქსანთომა ვითარდება სისხლში ცხიმის ჭარბი დაგროვების შედეგად) ან გარემო ფაქტორებით (მაგ: ხალი და მილია კავშირშია მზის გამოსხივებასთან).