კერატოაკანტომა | მკურნალი.გე
  1. კერატოაკანტომა
  2. კანის კეთილთვისებიანი წანაზარდები
  3. კანის დაავადებები
კერატოაკანტომა

კერატოაკანტომა არის მრგვალი, მყარი, ხორცისფერი ან ღია მოწითალო წარმონაქმნი, რომელსაც გააჩნია კრატერისებური, ქერცლით ან ქერქით დაფარული ცენტრალური ნაწილი.

კერატოაკანტომა უპირატესად ვითარდება სახეზე, წინამხრებსა და მტევნების დორსალურ ზედაპირზე. ახასიათებს სწრაფი ზრდა. 1-2 თვეში შესაძლოა მიაღწიოს 1 ინჩამდე (2.5 სმ), რის შემდეგაც, როგორც წესი, ზომაში შემცირებას იწყებს. დაახლოებით 6 თვეში წარმონაქმნი ქრება, ხშირად მის ადგილას ნაწიბური რჩება.

ექიმების უმრავლესობა კერატოაკანტომას ბრტყელუჯრედოვან კარცინომად (კანის კიბოს ტიპი) მიიჩნევს, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ბიოფსიის წარმოება (მიკროსკოპული კვლევისთვის დაზიანებული უბნიდან ქსოვილის აღება). კერატოაკანტომის მოცილება ამოკვეთით ან მოფხეკით ხდება.