კელოიდი | მკურნალი.გე
  1. კელოიდი
  2. კანის კეთილთვისებიანი წანაზარდები
  3. კანის დაავადებები
კელოიდი

კელოიდი არის გლუვი, პრიალა, ხორცისფერი კანიდან წამოწეული ნაწიბუროვანი ქსოვილი, რომელიც ვითარდება დაზიანების ან ოპერაციული ჭრილობის არეში.

კელოიდი ნაწიბუროვანი ქსოვილის ჭარბი ზრდის შედეგია. შესაძლოა განვითარდეს დაზიანებიდან რამდენიმე თვეში. კანის ზედაპირიდან წამოწეულია ინჩის 1/4-ით (დაახლოებით 0,5 სმ) ან მეტად. მისი ფორმირების მიზეზი კანის ნებისმიერი სახის დაზიანება შეიძლება გახდეს, მათ შორის აკნეც. თეთრკანიანებთან შედარებით ხშირია შავკანიანებში. უპირატესად ვითარდება მკერდზე, მხრებზე, ზურგზე, ზოგჯერ სახესა და ყურის ბიბილოებზე. კელოიდი უმტკივნეულოა, თუმცა, ზოგჯერ ახლავს ქავილი და შეხებით მგრძნობიარეა.

კელოიდი ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. კორტიკოსტეროიდების ყოველთვიური ინექცია შესაძლოა გარკვეულწილად შედეგიანი იყოს. ექიმები ზოგჯერ წარმონაქმნის მოცილებას ოპერაციულად ან ლაზერის სხივებით ცდილობენ, მაგრამ ახალი, ფართო კელოიდი ჩარევის შემდეგ ხშირად ნაწიბურს ტოვებს. რისკი შესაძლოა შემცირდეს პრე და პოსტოპერაციულად კორტიკოსტეროიდების ინექციებით. კელოიდის შემთხვევაში ეფექტიანია ასევე სილიკონის პლასტირები.