ვარჯიში და ფიზიკური მდგომარეობა | მკურნალი.გე
  1. ვარჯიში და ფიზიკური მდგომარეობა
  2. საფუძვლები
ვარჯიში და ფიზიკური მდგომარეობა

ვარჯიში რეგულარული ფიზიკური აქტიურობაა, რომლის მიზანია ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, შენარჩუნება ან მისი გაუარესების შეფერხება. ფიზიკური მდგომარეობა გულისხმობს ფიზიკური აქტიურობის მხნედ და მკვირცხლად განხორციელების უნარს, შეუსაბამო დაღლილობის გრძნობის გარეშე. კარგი ფიზიკური მდგომარეობის მქონე ადამიანებს მეტი ენერგია აქვთ ფიზიკური აქტიურობისთვის თავისუფალ დროს; გარდა ამისა, კარგი ფიზიკური მდგომარეობა განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობას, გაუმკლავდეს სტრესს და რთულ, კრიტიკულ გარემოებებს. რეგულარული ვარჯიში ავადმყოფობის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ვარჯიშის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მათი ინტენსიურობა და შესასრულებლად საჭირო ძალისხმევაც განსხვავებულია, თუმცა ყველას შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ესა თუ ის ფორმა.