ფრჩხილის დაზიანების მიზეზი შესაძლოა იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეები (შედეგად ფრჩხილი დეფორმული ხდება), რომელთაც მიეკუთვნება: კეთილთვისებიანი მიქსოიდური ცისტა, პიოგენური გრანულომა, გლომუს სიმსივნეები, ბოუენის დაავადება (კანის კიბოს ადრეული ფორმა), ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და ავთვისებიანი მელანომა. სიმსივნეზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ტარდება წარმონაქმნის ბიოფსია. შედეგიდან გამომდინარე, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი დროული მოცილება.
ჰუტჩინსონის ნიშანი: ფრჩხილის გარშემო შავი დისკოლორაცია, რომელიც მოიცავს ლუნულას (ფრჩხილის ნახევარმთვარისებრი უბანი), კუტიკულასა და კანის ფრჩხილის ირგვლივ ნაწილს, შესაძლოა ფრჩხილის საწოლის კიბოს არსებობაზე მიუთითებდეს, ამიტომ, როდესაც აღწერილი ნიშნები ჩნდება, მიმართავენ ბიოფსიას.