1. მალოკლუზია
  2. კბილების დაზიანებები
  3. პირის ღრუს და კბილების დაავადებები
მალოკლუზია

მალოკლუზია კბილების ან ზედა და ქვედა ყბის არასწორი განლაგებაა, რაც ხელს უშლის კბილების სწორ დგომას და თანკბილვის პათოლოგია ვითარდება.

  • კბილების არასწორი განლაგების შემთხვევაში, მათზე არასწორი ზეწოლა ხორციელდება, რის შედეგადაც კბილების მოტეხა და მორყევის ალბათობა უფრო მაღალია.

  • მალოკლუზია იწვევს თანკბილვის/კბენის, ღეჭვისა და მეტყველების სირთულეებს.

  • როგორც წესი, ბრიკეტებისა და ფიქსატორების მეშვეობით შესაძლებელია კბილების გასწორება, მაგრამ ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

  • ოკლუზია არის კბილების განლაგება – ზედა და ქვედა კბილების ურთიერთგანლაგება ერთმანეთის მიმართ.

იდეალური თანკბილვის შემთხვევაში ზედა კბილები ოდნავ გადმოკბილავენ ქვედა კბილებს. კბილების სწორი თანკბილვა იმის საფუძველია, რომ ზედმეტი ძალის გადანაწილება მხოლოდ რამდენიმე კბილზე არ მოხდეს და ტუჩების, ლოყებისა და ენის ზედაპირებს მოკვნეტით დაზიანებისგან იცავს. მალოკლუზიის შემთხვევაში (არასწორი თანკბილვა), ძალების არასწორი გადანაწილების შედეგად, ზოგიერთი კბილი დეფორმირდება. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია გვირგვინის ჩამოტეხა ან კბილების მორყევა.

მიზეზები

მალოკლუზიის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ყბებისა და კბილის ზომებს შორის ან ზედა და ქვედა ყბას შორის არსებული დისპროპორცია. აღნიშნული განსხვავებების შედეგი სწორედ ზეკომპლექტური კბილები და ანომალიური თანკბილვაა. კიდევ ერთი მიზეზია ერთი ან მეტი კბილის დაკარგვა. კბილის დაკარგვის შემთხვევაში მეზობლად მდებარე კბილები ცარიელი სივრცისკენ დრიფტინგს იწყებენ, რის შედეგადაც სწორი თანკბილვა ირღვევა. მალოკლუზიის ნაკლებად გავრცელებულ მიზეზებს მიეკუთვნება: შეუთავსებლობა ყბის მოტეხილობის დროს, ცერა თითის წოვის მავნე ჩვევა > 4 წლის ასაკში, პირის ღრუს ან ყბის სიმსივნეები ისევე, როგორც გვირგვინების, ბჟენების, რეტეინერების ან ბრიკეტების არასწორი მორგება. მალოკლუზიას შეიძლება მემკვიდრეობითი კომპონენტიც ჰქონდეს.

სიმპტომები და დიაგნოზი

როგორც წესი, თავიდან მალოკლუზიის სიმპტომები არ ვლინდება. თუმცა, საბოლოოდ, განვითარებული დეფორმაციის შედეგად, შესაძლოა კბილები მოირყეს ან მოტყდეს. ძლიერმა მალოკლუზიამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები ან ღეჭვისას დისკომფორტი და მეტყველების გართულება. მალოკლუზიის დროს პირის ღრუს სრულყოფილი ჰიგიენის დაცვა ვერ ხერხდება, რაც, თავის მხრივ, ღრძილების დაავადებისა და კარიესის განვითარების რისკს ზრდის. მალოკლუზიის დიაგნოსტიკა შესაძლებელია სტომატოლოგიური გამოკვლევის დროს.

პრევენცია და მკურნალობა

კბილის ან კბილების დაკარგვის ან ამოღების შემთხვევაში (მაგ. სხვა მუდმივი კბილის ამოსაჭრელად ადგილის გათავისუფლების მიზნით), დარჩენილი კბილების მოძრაობის პრევენციის მიზნით, ბრეკეტებს ან ორთოდონტულ პროთეზებს იყენებენ. როგორც კი კბილების სწორ ხაზზე განლაგება და ბრეკეტების მოცილება მოხდება, როგორც წესი, კბილების სწორი განლაგების შესანარჩუნებლად პაციენტს მოეთხოვება რეტეინერის ტარება ღამით, 2-3 წლის განმავლობაში. მალოკლუზიის კორექციის ბევრი მეთოდი არსებობს.

კბილების განლაგების გასწორება შესაძლებელია ორთოდონტული აქტივატორების გამოყენებით, როგორიცაა, მაგ. ბრეკეტ-სისტემები (სადენები და საკეტები, რომლებიც კბილებზე დენტალური ადჰეზივის მეშვეობით ფიქსირდება) ან რეტეინერები (მოსახსნელი ბრეკეტები სადენებთან და პლასტიკურ ფირფიტასთან კომბინაციაში, რომელიც სასას ეკრობა), მუდმივი მსუბუქი ზეწოლის განხორციელება. უმნიშვნელო მალოკლუზიის დროს ორთოდონტული თერაპიისთვის ძნელად შესამჩნევი ბრეკეტ-სისტემები გამოიყენება. ზოგჯერ მხოლოდ ორთოდონტული სისტემების გამოყენება არ არის საკმარისი და შესაძლებელია, საჭირო გახდეს ყბის ძვალზე ქირურგიული ჩარევა. მალოკლუზიის მკურნალობის სხვა მეთოდები მოიცავს ზოგიერთი კბილის სელექციურ დამუშავებას ან მათ აშენებას გვირგვინების ან სხვა დენტალური რეკონსტრუქციების მეშვეობით.