ღრძილის რეცესია | მკურნალი.გე
  1. ღრძილის რეცესია
  2. პერიოდონტული დაავადებები
  3. პირის ღრუს და კბილების დაავადებები
ღრძილის რეცესია

ღრძილის რეცესია მისი ქსოვილის განლევაა, რის შედეგადაც კბილის ფესვის ზედაპირი შიშვლდება.

რეცესია, როგორც წესი, ზედმეტად ხშირი და უხეში გამოხეხვის შედეგია, მაგრამ იგი შეიძლება ტრავმამ ან ასაკობრივმა პროცესებმა ღრძილის ნაზ, თხელ ქსოვილში გამოიწვიოს. რეცესიის მსუბუქი ფორმა ადამიანთა უმრავლესობას აღენიშნება.

ღრძილის რეცესიის გამო კბილები ძალიან მგრძნობიარე ხდება სიცივის, ტკბილი საჭმლის ან შეხებისადმი. ამ მდგომარეობას შეიძლება თან ახლდეს ძვლის განლევაც, რაც კბილის ფესვების კარიესის რისკს ზრდის.

მკურნალობა მაშინაა საჭირო, თუ ღრძილების ან კბილების მგრძნობელობა იმატებს ან ძნელად მოსაშორებელი ნადები ჩნდება. ამ შემთხვევაში კეთდება გადანერგვის პროცედურა, რომლის დროსაც სასიდან ან სხვა უბნიდან რბილ ქსოვილს იღებენ და განლევის ადგილას აკერებენ.