ქვედა ყბის ამოვარდნილობა ძალიან მტკივნეულია. პირის დახურვა შეუძლებელია, ყბა შეიძლება ცალ მხარეს იყოს მიქცეული. ყბის ამოვარდნილობას, როგორც წესი, იწვევს:
ამოვარდნილობა უფრო ადვილად უვითარდებათ იმ ადამიანებს, ვისაც ადრეც ჰქონდა ეს პრობლემა ან ჰიპერმობილური სახსარი აქვს (ზედმეტად მოძრავი), რაც საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადების თანამდევია.
ზოგადი ექიმები ან სტომატოლოგები ამოვარდნილობას, როგორც წესი, ხელით ასწორებენ (მანუალური ჩასწორება).
ყბის თავის ადგილას ჩასმის შემდეგ პაციენტს აფრთხილებენ, რომ სულ მცირე 6 კვირა პირის ფართოდ გაღებას მოერიდოს. მათ, ვისაც ერთზე მეტი ამოვარდნილობა ჰქონდა, რისკის შესამცირებლად მომავალში შეიძლება ოპერაცია დასჭირდეთ. მაგალითად, ქვედა ყბის თავის ქალასთან დამაკავშირებელი იოგები შესაძლოა ქირურგიულად დაამოკლონ, რაც სახსარს ამაგრებს.