ქვედა ყბის ამოვარდნილობა | მკურნალი.გე
  1. ქვედა ყბის ამოვარდნილობა
  2. გადაუდებელი მდგომარეობები სტომატოლოგიაში
  3. პირის ღრუს და კბილების დაავადებები
ქვედა ყბის ამოვარდნილობა

ქვედა ყბის ამოვარდნილობა ძალიან მტკივნეულია. პირის დახურვა შეუძლებელია, ყბა შეიძლება ცალ მხარეს იყოს მიქცეული. ყბის ამოვარდნილობას, როგორც წესი, იწვევს:

  • პირის ძალიან ფართოდ გაღება (მთქნარების, ღებინების ან ხანგრძლივი სტომატოლოგიური პროცედურის დროს)

  • ტრავმა

ამოვარდნილობა უფრო ადვილად უვითარდებათ იმ ადამიანებს, ვისაც ადრეც ჰქონდა ეს პრობლემა ან ჰიპერმობილური სახსარი აქვს (ზედმეტად მოძრავი), რაც საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადების თანამდევია.

ზოგადი ექიმები ან სტომატოლოგები ამოვარდნილობას, როგორც წესი, ხელით ასწორებენ (მანუალური ჩასწორება).

ყბის თავის ადგილას ჩასმის შემდეგ პაციენტს აფრთხილებენ, რომ სულ მცირე 6 კვირა პირის ფართოდ გაღებას მოერიდოს. მათ, ვისაც ერთზე მეტი ამოვარდნილობა ჰქონდა, რისკის შესამცირებლად მომავალში შეიძლება ოპერაცია დასჭირდეთ. მაგალითად, ქვედა ყბის თავის ქალასთან დამაკავშირებელი იოგები შესაძლოა ქირურგიულად დაამოკლონ, რაც სახსარს ამაგრებს.