ასაკი გავლენას ახდენს ყურის, ცხვირის, და ყელის ფუნქციაზე. გავლენის ხარისხი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა ფიზიკური გამოფიტვა, ხმაური, ინფექციები, ნივთიერებები, რომლებიც შედის წამლების, ალკოჰოლისა და თამბაქოს შემადგენლობაში.
ასაკოვან პაციენტებს შორის ხშირია სმენის პროგრესირებადი დაქვეითება; ეს განსაკუთრებით მაღალი სიხშირის ბგერებს ეხება (პრესბიაკუზია), ხელს უშლის ადამიანს ბგერების აღქმაში. ვესტიბულური დისბალანსი და ყურებში ხმაური (ტინიტუსი) ხშირია ხანდაზმულობისას, მაგრამ ეს ნორმად არ ითვლება. ცვლილებები უკავშირდება ყურში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლებიც სმენის დაქვეითებას ან წონასწორობის მსუბუქ დარღვევებს იწვევს. ყურის სასმენი აპარატები ეხმარება სმენადაქვეითებულ პაციენტებს სმენის გაუმჯობესებაში.
ასაკის მატებასთან ერთად ყნოსვაც შეიძლება დაქვეითდეს; საკვების გემო ნაკლებად აღიქმება, იცვლება ხმის ტემბრი, ხმა ჩახლეჩილია, რაც ხორხის ქსოვილების გასქელების შედეგია. ხორხის ქსოვილის ცვლილება შეიძლება ყლაპვისას ტრაქეაში საკვების ან სითხის მოხვედრის (ასპირაცია) მიზეზი გახდეს. პროცესის გახანგრძლივებამ ან მწვავე ასპირაციამ შეიძლება პნევმონია გამოიწვიოს.