ყურის, ცხვირისა და ყელის ანატომია | მკურნალი.გე
  1. ყურის, ცხვირისა და ყელის ანატომია
  2. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები
ყურის, ცხვირისა და ყელის ანატომია

ყურს, ცხვირს და ყელს ორი საერთო მახასიათებელი აქვთ: ისინი ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული, აქვთ თავ-თავისი, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული ფუნქციები. ყური და ცხვირი გრძნობათა ორგანოებია – აუცილებელია სმენისთვის, წონასწორობისთვის და ყნოსვისთვის. ყელის ძირითადი ფუნქციაა საკვებისა და სითხის გატარება საყლაპავისკენ, ხოლო ჰაერისა – ფილტვებისკენ. პირველადი ჯანდაცვის ექიმები ხშირად მკურნალობენ მოხსენიებულ დაავადებებს; ამ დარგში სპეციალიზებულ ექიმებს ოტოლარინგოლოგებს უწოდებენ.